გლობალური კრიპტოვალუტის ბირჟა და Web3 კომპანია OKX აფართოებს თავისი ვირტუალური გადახდის ბარათის ხელმისაწვდომობას. 22 ივლისიდან პროდუქტის გაფორმებას მომხმარებლები ახალ რეგიონებშიც შეძლებენ.
OKX-ის ბარათი შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ყოველდღიური ხარჯები ციფრულ აქტივებში არსებული ბალანსიდან დაფარონ. მისი გამოყენება შესაძლებელია ონლაინშოპინგისთვის, სხვადასხვა გამოწერის, საერთაშორისო სერვისების, სამუშაო ინსტრუმენტებისა და სხვა პროდუქტებისა თუ მომსახურებების გადასახდელად ყველგან, სადაც Mastercard-ის გადახდებია მხარდაჭერილი.
პროდუქტი მუშაობს OKX Pay-ის მეშვეობით და დაკავშირებულია მომხმარებლის OKX ანგარიშთან. ბარათის ხელმისაწვდომობის შემოწმება შესაძლებელია აპლიკაციაში – თუ რეგიონი უკვე მხარდაჭერილია, შესაბამისი განყოფილება OKX Pay-ში გამოჩნდება.
ბარათი ხელმისაწვდომია მხოლოდ ვირტუალურ ფორმატში. გადახდისას თანხა კრიპტოვალუტის ბალანსიდან ავტომატურად კონვერტირდება ფიატურ ვალუტაში, რის შემდეგაც ტრანზაქცია Mastercard-ის ინფრასტრუქტურის საშუალებით მუშავდება. ანგარიშსწორებისთვის მხარდაჭერილია დოლარზე მიბმული სტეიბლკოინები USDT, USDC და USDG.
ეს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სტეიბლკოინები ყოველდღიური გადახდებისთვის გამოიყენონ ისე, რომ ყოველი შენაძენის წინ თანხის საბანკო ანგარიშზე გამოტანა არ დასჭირდეთ. ამასთან, აქტივების მართვა კვლავ OKX Pay-ის მეშვეობით ხდება.
ბარათის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა გამოწერის, საერთაშორისო პლატფორმების, ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურისა და პროფესიული სერვისების გადასახდელად. მათ შორისაა Claude, AWS, ChatGPT, DigitalOcean, GitHub, Figma, Miro, Notion, Adobe და სხვა ინსტრუმენტები, თუ ისინი Mastercard-ით გადახდას იღებენ.
ბარათის მფლობელებისთვის დამატებითი უპირატესობებიცაა ხელმისაწვდომი: მყისიერი ქეშბექი USDG-ში – 10%-მდე, ასევე OKX Pay ანგარიშზე არსებული ნაშთის წლიური სარგებელი – 10%-მდე. ბარათით შესრულებულ საბაზისო ოპერაციებზე საკომისიო არ მოქმედებს.
გადახდის ბარათის გეოგრაფიული გაფართოების პარალელურად, OKX ახალ მომხმარებლებისთვის სპეციალურ კამპანიასაც იწყებს. OKX Card-ის აქტივაციისა და განსაზღვრული დავალებების შესრულების შემთხვევაში მონაწილეები ჯილდოს სახით 100 USDT-მდე მიიღებენ.
თუ ბარათი აპლიკაციაში ჯერ კიდევ არ ჩანს, მომხმარებელს შეუძლია მოლოდინის სიაში დარეგისტრირდეს. ბარათის გასაცემად აუცილებელია იდენტობის სტანდარტული ვერიფიკაციის გავლა. ქეშბექის ოდენობა, სარგებელი და კამპანიაში მონაწილეობის პირობები დამოკიდებულია რეგიონზე, მომხმარებლის სტატუსსა და პროგრამის წესებზე.
OKX-ის ბარათი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს სტეიბლკოინები გამოიყენოს არა მხოლოდ შენახვისა და გადარიცხვებისთვის, არამედ ყოველდღიური გადახდებისთვისაც – დაწყებული გამოწერებითა და ონლაინსერვისებით, დასრულებული მოგზაურობითა და ყოველდღიური შესყიდვებით.
[R]












