in

ორიენტ ლიჯიკმა ახალი CTO წარადგინა

„ორიენტ ლოჯიკი“ საქართველოს ბაზარზე ოპერირების 27 წელს მოითვლის. ამ ხნის განმავლობაში, კომპანიამ განვითარების მრავალი ეტაპი გაიარა და ყოველთვის სიახლის ძიებაშია. დღესდღეობით, „ორიენტ ლოჯიკის“ საქმიანობა არამხოლოდ ტექნოლოგიურ მოწყობილობებს, არამედ პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიას, კიბერუსაფრთხოებას, ტელეკომუნიკაციებსა და საგანმანათლო სფეროსაც მოიცავს. კომპანიამ შეძლო პანდემიის პერიოდის ეფექტიანად გამოყენება და განვითარების სრულიად ახალ დონეზე გადასვლა. ცოტა ხნის წინ, „ორიენტ ლოჯიკში“ ტექნიკური დირექტორის პოზიცია ახლებურად გადაიაზრეს და მასში სხვადასხვა მიმართულებები ეფექტურად გააერთიანეს. ტექნიკური დირექტორობა კომპანიის IT ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების ტექნოლოგიურმა Chapter Lead-მა ირაკლი ჯოჯუამ ჩაიბარა, რომელიც საკუთარ გამოცდილებასა და „ორიენტ ლოჯიკის“ ტექნიკური მიმართულების განვითარებაზე გვესაუბრა.

M: „ორიენტ ლოჯიკის“ ტექნიკური დირექტორობა შენთვის კომპანიასთან თანამშრომლობის მომდევნო ეტაპია. როგორი იყო პოზიციური განვითარება გუნდში მოსვლიდან დღემდე?

„ორიენტ ლოჯიკის“ გუნდს 2019 წლის სექტემბრიდან შემოვუერთდი, IT გადაწყვეტილებების გაყიდვების გუნდის პოზიციაზე. ამ გადაწყვეტილების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი შესანიშნავი გუნდი იყო. დღესაც ასეა – „ორიენტ ლოჯიკში“ ყველაფერი გუნდურად კეთდება. ჩემი პირველი პოზიცია გუნდის როლი გაყიდვებში ჩართულობა იყო. ბაზარზე ვეძებდით დამკვეთებს, ჩაბმული ვიყავით უშუალოდ გაყიდვების პროცესში. ეს სფერო ჩემთვის სიახლე იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ. დიდხანს ვფიქრობდი, გადამედგა თუ არა ეს ნაბიჯი. გაამართლა – საკმაოდ კარგი გამოცდილება მომცა და 15-წლიან ტექნიკურ პრაქტიკას ახალი მიმართულება მივეცი. შევისწავლე კომერცია, რაც ვფიქრობ, აბსოლუტურად ყველას სჭირდება ცხოვრებაში.

2021 წლიდან, IT ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების ტექნოლოგიური Chapter Lead გავხდი, რაც ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელობას გულისხმობდა. Orient Logic ტექნოლოგიური ინდუსტრიის Software და Hardware პროდუქტების გაყიდვითა არის დაკავებული. ამ პროცესში ტექნიკურ გუნდს უდიდესი როლი აქვს.

M: გვიამბე, როგორი კარიერული გზა განვლე „ორიენტ ლოჯიკამდე“?

ჩემი კარიერა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტით დაიწყო. ეკონომიკური ინფორმატიკის ფაკულტეტი დავამთავრე. უნივერსიტეტის პირველი სართულის კომპიუტერულ ლაბორატორიებს ვაწესრიგებდი ტექნიკურად. სტუ-დან კაუკასუს ონლაინში გადავინაცვლე, ქსელის ინჟინრის პოზიციაზე. ერთი წლის თავზე, საქართველოს ბანკში გადავედი – ჯერ Help Desk-ის სპეციალისტად, შემდეგ – სისტემურ ადმინისტრატორად დავწინაურდი. შემდეგ იყო „ჯეოსელი“, „ლიბერთი“… საერთო ჯამში, გამოცდილება საგანმანათლებლო, საკომუნიკაციო, საფინანსო და ტექნიკურ ინდუსტრიებში დავაგროვე.

M: შენი პროფესია IT ტექნოლოგიებს უკავშირდება, თუმცა სხვადასხვა მიმართულებით დააგროვე გამოცდილება. რას უკავშირდება ასეთი ინტერესი?

დიახ, პროფესია ტექნოლოგიურია, რაც ძალიან მრავალფეროვანია და მუდმივ განვითარებას მოითხოვს. სფეროების ასეთი ცვლილება დამეხმარა არამხოლოდ პროფესიულ, არამედ პიროვნულ ზრდაში. ძალიან საინტერესო იყო ინდუსტრიის შეცვლა – განათლებიდან ფინანსებში, ბანკიდან კომუნიკაციებში, კომუნიკაციიდან ტექნოლოგიებში… ასეთი მრავალპროფილური გამოცდილება გეხმარება, როგორც მარვალფეროვანი ტექნოლოგიური გამოცდილების მიღებაში, ასევე განსხვაბებული ბიზნეს დომეინების გათვიცნობიერებაში.

M: საინტერესოა, რომ ასეთი მრავალფეროვანი გამოცდილება პრაქტიკით უფრო მეტად მიიღე, ვიდრე აკადემიური განათლებით…

თანამედროვე მსოფლიოში აღარ არის საჭიროება, რომ აუცილებლად აკადემიური განათლება გქონდეს მიღებული, ძალიან მნიშნელოვანია პროფესიული განვითარება. დღეს, კომპანიები ეძებენ კონკრეტული უნარების ადამიანებს, რომლებსაც შეასწავლიან ახალ საქმიანობას. ჩემი პროფესიული განვითარება ყოველთვის ეფუძნებოდა ჩემს პირად ინიციატივას. საკუთარი სურვილით ვვითარდებოდი სხვადასხვა მიმართულებით. სწორედ ამიტომაა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომის მიღმა ძალიან ბევრი სასერთიფიკატო კურსი გავიარე.

M: „ორიენტ ლოჯიკის“ ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე გვიამბე. რას შეცვლის მისი შექმნა კომპანიაში და როგორი იქნება შენი როლი?

2021 წლის დასაწყისში, კომპანიის სტრუქტურისა და ოპერირების მეთოდოლოგიის შეცვლა გადავწყვიტეთ და ეჯაილზე გადავედით. დამკვეთების კატეგორიზებისას, გამოიკვეთა სამი ტიპის მიმართულება – სახელმწიფო სექტორი, ფინანსური სექტორი და სტრატეგიული განვითარების გუნდი. კომპანიების ამ სამი მიმართულების გამოყოფამ მოგვცა ის, რომ ამ კუთხით მობილიზებული გუნდი ორიენტირებულია შესაბამისი სექტორების განვითარებაზე, ტექნოლოგიური თვალსაზრისით. მოცემულ პროცესში ტექნიკური დირექტორი როლი ძალაინ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიმუშავებთ, რომ საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკა და ტექნოლოგიური გადაწყვეტა ადგილობრივ ბაზარზე მოვარგოთ და ყოველივე ეს მაღალკვალიფიციური გუნდის დახმარებით გავაკეთოთ.

M: როგორ ხედავ ამ მიმართულების განვითარებას?

ტექნოლოგიურ ინდუსტრიას უწყვეტად განვითარებადი მაღალი ტემპი აქვს. ეს გამოწვევაა ყველა ორგანიზაციისთვის, რადგან ამ ფონზე ტექნოლოგიებთან სწრადი ადაპტირება სჭირდებათ. ჩვენი ამოცანაა ვიყოთ მოქნილები, უფრო აქტიურად დავნერგოთ ეჯაილ პრინციპები და Lean Management-ი, რაც მოცემულობის სწორად აღქმის საშუალებას მოგვცემს. ასევე, მთავარი პრიორიტეტია თანამშრომლები, მათი ტექნოლოგიური უნარების უფრო მაღალ დონეზე აყვანა. დღესდღეობით, ბაზრის მთავარ გამოწვევებს შორის უმნიშვნელოვანესია დრო და კომპეტენცია. ამოცანა, რომელსაც ბიზნესი გვისვავს უნდა კეთდებოდეს რაც შეიძლება დროულად და ხარისხიანად. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი „ორიენტ ლოჯიკი“, როგორც პარტნიორი კომპანია, რომელიც ბიზნესისთვის შექმნის ბიზნეს-ღირებულებას. ვფიქრობ, ტექნოლოგიური კომპანიის ყველა თანამშრომელი უნდა იყოს ინჟინერი, არა პირდაპირი გაგებით ინჟინერი, არამედ ტექნოლოგიური ცოდნისა და უნარების მატარებელი, რათა დამკვეთს საჭიროებების სწორად  აღქმა და მაღალი ხარისხით შესრულება უზრუნველყოს.

ამ მიზნით, სულ ცოტა ხნის წინ, შეიქმნა პროგრამა OL Generation Z. ესაა სტაჟირების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ზეტ თაობის საუკეთესო წარმომადგენლებს ვეძებთ, რათა მათი უნარების განვითარებაში დავეხმაროთ და სამომავლოდ, ჩვენი სფერო გავაძლიეროთ.

 

[R]

როგორ გავაუმჯობესოთ CX, ანუ მომხმარებლის გამოცდილება?

მეცნიერებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ცხოველებთან საუბარი სურთ