in

გაიგე, რას აერთიანებს Old Boys Coworking Space-ის დიდი, ნათელი საერთო სამუშაო სივრცე

სულ ახლახან, თბილისში ახალი საერთო სამუშაო სივრცე Old Boys გამოჩნდა და კონსტიტუციის ქუჩაზე დაიდო ბინა. სამზარეულოსა და ეზოსაც მოიცავს, ბარ-რესტორნებიცაა გაერთიანებული. ერთი შეხედვით, ადვილად აღმოაჩენთ, რომ Old Boys-ში შეუფერხებელი მუშაობისა და განტვირთვისთვის მნიშვნელოვანი დეტალებია გათვალისწინებული. დღისით, სივრცეს დღის შუქი და მშვიდი, ხასხასა ფერები სიმყუდროვით ავსებს, საღამოს კი, იქვე, ბარებში, რესტორნებსა და კლუბში შეგიძლიათ განიტვირთოთ. თუმცა, საერთო სამუშაო სივრცე ხომ მხოლოდ ინტერიერი არ არის – Old Boys-მა მოახერხა და თავის გარემოში გააერთიანა ის ადამიანები, რომლებიც სამუშაო გარემოდან შთაგონების მიღებისა და თანამოაზრეების პოვნისთვისაც არიან მზად. ესაა ადგილი ფრილანსერებისთვის, მცირე ზომის ორგანიზაციებისა და შეიძლება ითქვას, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც საყვარელი საქმის საკეთებლად, სასიამოვნო გარემოს ეძებს. Old Boys ალექსანდრე დავითაშვილმა და გიორგი აზნიაშვილმა ჩამოაყალიბეს, რომლებიც „ონორეს“, „საღიღინოსა“ და „აპრილის“ შემქმნელები არიან. ამჯერად კი, ახალი საერთო სამუშაო სივრცის შესახებ გვიამბობენ.

M: თქვენი დაკვირვებით, როგორ შეიცვალა, ბოლო წლებში, საერთო სამუშაო სივრცეებზე მოთხოვნა? 

ალექსანდრე: თუკი ბოლო 5 წლის მანძილზე, საერთო სამუშაო სივრცეების განვითარების დინამიკას გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ მათი რიცხვი ორიდან რამდენიმე ათეულამდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნაც სწრაფად იზრდება. ამას თავისი განმაპირობებელი ფაქტორები აქვს: ესაა ფრილანსერების რაოდენობის მატება, დისტანციურად ან აუთსორსზე მყოფი პროფესიონალების რაოდენობის ზრდა, ასევე, 2-3 ადამიანისგან დაკომპლექტებული უამრავი ახალი სტარტაპი, რომელსაც ცალკე ოფისის დაქირავების საჭიროება არ აქვს.

ამას გარდა, გვერდს ვერ ავუვლით პანდემიას, როგორც გარდამტეხი ცვლილებების შემომტანს საოფისე კულტურაში. უამრავმა კომპანიამ საკუთარ თანამშრომლებს ნებისმიერი ადგილიდან მუშაობის საშუალება მისცა. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ეს ადამიანები აქტიურად სტუმრობენ საერთო სამუშაო სივრცეებს, რადგან სახლიდან და კაფეებიდან მუშაობა, ხშირ შემთხვევაში, არაკომფორტულია.

გიორგი: ადამიანებს უფრო ცოცხალ დინამიკურ სივრცეებში სურთ მუშაობა, ვიდრე სტატიკურ ოფისებში. თანამოაზრეების თუ უცხო და მუდმივად განახლებად გარემოცვაში ყოფნა ბევრად უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვის, რომლებიც საერთო სამუშაო სივრცეებს მიმართავენ.

M: რა კრიტერიუმებით არჩევენ ხოლმე საერთო სამუშაო სივრცეებს მომხმარებლები? 

ალექსანდრე: შემიძლია გითხრათ, რატომ ირჩევენ Old Boys-ს: აქაა დიდი და ნათელი სივრცე, შენობას ორივე მხარეს მიუყვება შუშაბანდი, საიდანაც დღის სინათლე ავსებს სივრცეს. აქაა დიდი და კომფორტული სამუშაო მაგიდები, კომფორტული სავარძლები, სწრაფი ინტერნეტი. Old Boys ახლოსაა მარჯანიშვილისა და სადგურის მოედნებთან, მარჯანიშვილის მეტროდან აქამდე, ფეხით 12 წუთი უნდა, სადგურის მოედნიდან კი – 7. თამარ მეფის გამზირიდან, სულ რაღაც, 5 წუთში მოხვალ.

დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ვისთან ერთად იზიარებ სივრცესა და მერხს. „ოლდ ბოისში“ მუშაობს ის ხალხი, ის კომპანიები, რომლებთან ერთადაც ერთ სივრცეში მუშაობა სასიამოვნოცაა და მომავალში საინტერესო თანამშრომლობაც შეიძლება განვითარდეს. წარმატება გადამდებია.

გიორგი: შენობის პირველ სართულზე არსებული Food & Beverage ზონა დამატებითი კომფორტია ჩვენთან მომუშავე ხალხისთვის. საუბარია რესტორან „ონორესა“ და „საღიღინოზე“. რესტორნების დიდი ეზოები და გემრიელი საჭმელი ქოვორქინგის არეალსა და მიმზიდველობას ზრდის.

M: დღესდღეობით, რა სჭირდება მომხმარებელს საერთო სამუშაო სივრცეში, რის გათვალისწინებითაც ჩამოაყალიბეთ Old Boys?

ალექსანდრე: იმის გარდა, რაც უკვე ჩამოვთვალე, საჭიროა სწორი განათება და ჰაერის კარგი ცირკულაცია, შესაბამისად მოწყობილი მოსასვენებელი სივრცე, სამზარეულო, შეხვედრების ოთახები… მნიშვნელოვანი ნაწილია სიჩუმეც, რათა ადამიანს კონცენტრაციაში ხელი არ შეეშალოს. ეზოც შესანიშნავი ადგილია განტვირთვისთვის დაძაბული სამუშაო დღის მიმდინარეობისას.

გიორგი: საერთო სამუშაო სივრცესთან ერთად, შენობის დაახლოებით 1000 კვმ-ზე განთავსებული გვაქვს კერძო ოფისები, შეხვედრების ოთახები და საკონფერენციო დარბაზი. სერვისები სტადარტულია, თუმცა თუ უპირატესობებზე გვსურს საუბარი, ცალსახად გამოვარჩევდი სამუშაო დღის ესთეტიკასა და ხარისხს, რაც ქოვორქინგ სივრცისა და რესტორნების ჰარმონიულ კავშირში, მეტ მზის შუქში, მეტ სივრცეში და მეტ თანამომუშავე ადამიანში გამოიხატება. 

M: ვისთვის არის იდეალური Old Boys? 

ალექსანდრე: Old Boys იდეალური ადგილია ფრილანსერებისთვის, სტარტაპებისთვის, დისტანციურად მომუშავე პროფესიონალებისთვის, მცირე კომპანიებისთვის და საერთოდ, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც კარგ გარემოში მუშაობა სურს.

გიორგი: ერთ დიდ ჯგუფში გავაერთიანდებდი ამ ადამიანებს და ვიტყოდი, რომ  Old Boys არის მათთვის, ვინც სამუშაო გარემოდან იღებს ინსპირაციას, ენერგიასა და მოტივაციას. 

M: სახელი რა პრინციპით შეარჩიეთ? 

გიორგი: სივრცის სახელი პირველ ემოციებთან და შთაბეჭდილებებთან არის დაკავშირებული. მოგვწონს მისი ჟღერადობა. იმის მიუხედავად, რომ სახელს არანაირი კავშირი არ აქვს ორგანიზაციის საქმიანობის შინაარსთან, ის ჩვენს პროდუქტს უფრო საინტერესოს, მიმზიდველს და მისტიკურს ქმნის. 

M: სამომავლოდ, როგორ ხედავთ coworking სფეროს განვითარებას და რას გეგმავთ Old Boys-ის გაფართოებისთვის?

გიორგი: თუ გავითვალიწინებთ იმ ტენდენციებს და პროცესებს რომელიც შრომით ბაზარზე მკვიდრდება, ქოვორქინგების რიცხვი გაიზრდება. საკმაოდ აქტიურად იზმატულობს ახალგაზრდა მობილური კოლექტივების რიცხვი კერძო სექტორში. ეს ხალხი ქმნის სტარტაპებს, კონსულტაციას უწევენ დიდ კომპანიებს, მუშაობენ საერთაშორისო ბაზრებზე, ამ ჯგუფების დიდი ნაწილი ქოვორქინგ სივრცეებში მუშაობს. ისინი აკვირდებიან სამუშაო გარემოს, ირჩევენ თავად მათთვის იდეალურს და ქმნიან საკმაოდ კონკურენტულ გარემოს ჩვენთვის. წესით ეს ყველაფერი გაზრდის საერთო სამუშაო სივრცეების რაოდენობას.

ჩვენი შენობის 30% ასათვისებელი გვაქვს. გვინდა, გვსურს დავაკვირდეთ ჩვენთან მომუშავე ხალხის მოთხოვნილებებს და სურვილებს, გავიაზროთ მათი პრიორიტეტები პრიორიტეტული და საჭიროებები საერთო სამუშაო სივრცეებში, რის მიხედვითაც განვვითარდებით კიდეც.

Magnetic Beach Resort-ში დაუვიწყარი ზაფხული გელოდებათ

„ფოტო საფულის“ კულტურა და მისი ვიზუალური მნიშვნელობა