ამბავი, რომელზეც მოგითხრობთ, აღმაშენებლის გამზირზე დატრიალდა. ახლადგამოჩენილმა ირლანდიულმა ლუდმა – “OLD IRISH” – გამვლელებისთვის შეთავაზებული ვირტუალური თავგადასავალი ხელშესახებ (უფრო ზუსტად კი – თავშესახებ) რეალობად აქცია.
პირველ ეტაპზე, გამვლელებს ირლანდიაში ვირტუალურ მოგზაურობას სთავაზობდნენ. სპეციალური სათვალის – ოკულუსის – დახმარებით მოხალისეები ჯერ ირლანდიის ხედებით ტკბებოდნენ, შემდეგ – დუბლინის ქუჩებით და ბოლოს – ირლანდიურ ბარში ინაცვლებდნენ. ამასობაში კი, მათ გარშემო ნამდვილი ირლანდიური პაბი შენდებოდა. შესაბამისად, სათვალის მოხსნის შემდეგ გაკვირვებული ადამიანები ვეღარ აცნობიერებდნენ იმას, სად მოხვდნენ. რის გამოც, სიტყვებს ვერ პოულობდნენ და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/1680548265544924/videos/1683655688567515/?__mref=message_bubble” width=”720″ height=”320″ onlyvideo=”1″]
“მარკეტერი” კომპანია “ნატახტარის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ ნინო სურმავას ესაუბრა:
“გვინდოდა ლუდის მომხმარებლისთვის ახალი სპეცლუდი შეგვექმნა. ჩავატარეთ კვლევები, შევისწავლეთ ლუდის მრავალი რეცეპტი და გადავწყვიტეთ წელს გურმანებისათვის ირლანდიური გემო შეგვეთავაზებინა. ლუდი „ოლდ აირიში“ ოთხი სახის ალაოსგან მზადდება და თვითონ სითხე წითელი ფერისაა.
ვეცადეთ, ახალ ლუდში ირლანდიური ლუდის ყველა მახასიათებელი გაგვეთვალისწინებინა. შესაბამისად, კომუნიკაციაც ირლანდიური თემატიკის გარშემო აეწყო. ყველას გვაქვს წარმოდგენა ჩვეულებრივ ირლანდიურ პაბზე. იქ, ლუდის სმა ხდება ომახიანად, ერთობლივად, გემრიელად და ზოგ შემთხვევაში ექსტრემალურადაც. ამ კონკრეტული პროექტით სწორედ ამგვარი ხასიათის, განცდის გადმოცემა გვინდოდა.”
კამპანიის იდეა კრეატიულ სააგენტო “ლივინგსტონს” ეკუთვნის.
“ჩვენ, ამ შემთხვევაში, მთავარი გათვლა მომხმარებლის რეალურ განცდებსა და ემოციებზე გავაკეთეთ. დარწუნებული ვართ თავსდატეხილი შთაბეჭდილებები აღფრთოვანებულ მონაწილეებს დიდხანს გაყვებათ, ეს კი, თავის მხრივ, ვიდეოს ვირუსულად გავრცელების კარგი საწინდარია” – აცხადებს ლევან ლეფსვერიძე, ლივინგსტონის კრეატიული დირექტორი.
Agency: Leavingstone;
Creative Director: Levan Lepsveridze;
Copywriter: Beqa Adamashvili;
Account Director: Natia Gogia;
Initial Idea: Rezo Shelia
Graphic Designer: Anano Martsvaladze
Motion Graphics: Toka Areshidze
Production Company: Film Asylum
Director: Tazo Narimanidze
Producer: Nika Gushushvili; Vako Kirkitadze
DP: Temo Macharadze; Bacho Iakobidze.
Production Design: Beka Sadaghashvili; Temo Kartlelishvili; Nino Injia; Levan Kvarackhelia;
Sound: Tengo Mandzulashvili
Editor: Saba Pruidze
Color: Giorgi Qobalia
Making of: Iva Chitidze