in

„ქურდობა“ Old Spice-ის ახალ იუმორისტულ რეკლამაში

Old Spice-ის იუმორით გაჟღენთილი სარეკლამო კამპანიები ბევრისთვის კარგად ნაცნობია. ახლა კი დიონ ქოლისა და გაბრიელე დენისის დინამიკური დუეტი ბრენდის უახლესი პროდუქტის წარსადგენად დაბრუნდა — კერძოდ, მთლიანი სხეულის დეოდორანტის.

BOG

რეკლამა How Could You ახალი სპრეის მრავალფეროვნებაზე აკეთებს აქცენტს. უბრალოდ, ტრადიციულად, იუმორისტულ ჭრილში ხდება ყველაფერი — ცოლ-ქმარი იოგითაა დაკავებული; კოული კი ფიქრობს, რა კარგი სურნელი აქვს სხეულზე… თუმცა მისი მეუღლეც ანალოგიურ სურნელს აფრქვევს. სწორედ აქ ჩნდება სცენა, თუ როგორ იყენებენ გაბრიელე და სხვა გოგონები აღნიშნულ სპრეის.

„როგორ შეგეძლო?“ კითხვას კი გაბრიელე ცინიკური ღიმილით პასუხობს — მარტივად ასახელებს დეოდორანტის უპირატესობებს.

ვიდეორგოლზე Wieden+Kennedy-მ და რეჟისორმა რიგს ჰოვარდმა ერთად იმუშავეს.

Super Bowl-ზე Lindt ბედნიერ მომენტებს აღნიშნავს

#პორტფოლიო – 10 ვიდეორგოლი ფროდაქშენ სააგენტო CONTACT-ის ნამუშევრებიდან