თუ შეგხვედრიათ ძველი ფოტოსურათები, რომლებიც თანამედროვე თბილისის ქუჩებსა თუ შენობებზე „საკუთარ ადგილს“ პოულობენ. ადგილს, რომელიც გასულ საუკუნეში ეკავათ. მოყვარული ფოტოგრაფი – ნიკა ბედენაშვილი დაახლოებით, ოთხი თვეა, რაც ამ პროექტზე მუშაობს. ეძებს ძველი თბილისის ფოტოებს და თანამედროვე თბილისში, შესაბამის ადგილს უჩენს. ასე, ერთ ფოტოში თავს იყრის ისტორიული და თანამედროვე თბილისის იერსახე.
„ევროპაში გადაღებული მსგავსი ფოტოები მინახავს და ამიტომ, გადავწყვიტე, რომ მეც მინდოდა თბილისში გამეკეთებინა მსგავსი პროექტი. ფოტოებს ინტერნეტში ვიძიებ, გადაღების პროცესში, ძველ ფოტოს ვამთხვევ შენობის ფასადს, ფანჯარასა თუ ბორდიურს, იმისათვის, რომ ორგანული იყოს“, – გვიყვება ნიკა ბედენაშვილი.
M: როგორი გამოხმაურება აქვს თქვენს პროექტს და რა იქნება მისი გაგრძელება?
არ ველოდი, იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა. ძირითადად, იმაზე ვიღებ უკუკავშირს, რომ ასე ზუსტად ვამთხვევ ძველ დეტალებს ახალ გარემოს. რაც შეეხება გაგრძელებას, ივნისის თვისთვის ვგეგმავ გამოფენას, რის შემდეგაც, ვფიქრობ, რეგიონებში გადავინაცვლო და იქ გადავიღო მსგავსი ფოტოები. თუმცა, ეს ჯერ დაზუსტებით არ ვიცი.