ღვინის კომპანიამ GWS ერთ-ერთი ძირითადი ბრენდის, „ძველი თბილისის“ განახლებული ეტიკეტი წარადგინა. როგორც თავად ამბობენ, ამით სურთ, ქალაქის ტრადიციული, ჭეშმარიტი სული თანამედროვეობის ელემენტებთან ერთად წარმოაჩინონ. პროდუქცია, ახალი შეფუთვით, 2019 წლის ივნისიდან გაიყიდება.
„ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS, ერთ – ერთი პირველი და ცნობილი ღვინის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, რომელიც მუდმივად უმაღლესი ხარისხის პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ამჯერად წარმოგიდგენთ ღვინო „ძველი თბილისის“ განახლებულ შფუთვას, რომელიც 2019 წლის ივნისიდან იქნება ხელმისაწვდომი ბაზარზე – ახალი ეტიკეტი გამოხატავს კომპანიის მიდგომას, წარმოაჩინოს ძველი ქალაქის ჭეშმარიტი სული თანამედროვეობის ელემენტებთან ერთად“.
განახლებული შეფუთვის იდეაზე, კომპანიის ბრენდმენეჯერი სალომე დოლიძე საუბრობს:
„ახალი ეტიკეტი ხაზს უსვამს ბრენდის ძირითად ღირებულებებს და ეხმიანება უძველესი ქალაქის გასაოცარ არქიტექტურასა და დაფარულ საგანძურს. ჩვენს ეტიკეტებზე დატანილია ძველი თბილისის უბნის სიმბოლური ტრადიციული სახლები, უძველესი ტრადიციის სამახსოვროდ, რომლის მიხედვითაც, მაცხოვრებლები მღეროდნენ, ცეკვავდნენ, სვამდნენ და ზეიმობდნენ ქალაქის აივნებზე. გვინდა, რომ ჩვენმა ღვინოებმა წარმოაჩინოს ქართული მასპინძლობისა და დღესასწაულის სიხარულით სავსე ტრადიცია“.
კომპანიაში ამბობენ, რომ თბილისისთვის დამახასიათებელი აივნებსისა და ტერასების ამგვარი ფერადი და ცოცხალი ელემენტები, ეტიკეტს, მეტ ხალისსა და მხიარულებას მატებს. მათი თქმით, განახლებული შეფუთვა იქნება კონკურენტებისგან გამორჩეული, ასევე პიროვნულად უფრო ახლოს როგორც ქართველ, ისე უცხოელ ღვინის მოყვარულებთან.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბრენდს აქტიურად გააქვს პროდუქცია ექსპორტზე და აწარმოებს ღვინოს, რომელიც ტურისტების რჩეული საჩუქარია შინ წასაღებად. დაელოდეთ ახალი ღვინის პრეზენტაციას, რაც ძალიან საინტერესო იქნება ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის“.
როგორც კომპანიაში ამბობენ, „ძველი თბილისი“ ქართული ღირებულებების: მასპინძლობის, მეგობრობისა და ერთგულების სიმბოლოა. ამიტომ, ამ ღვინით, თითოეული მომხმარებელი, ყველაზე მეტად ისიამოვნებს სადღესასწაულო გარემოში, ოჯახსა და მეგობრებთან ერთად.
„ღვინის მოყვარულებს შეუძლიათ, შეარჩიონ მათთვის სასურველი ვარიანტი „ძველი თბილისის“ თეთრი და წითელი ღვინოების 7 სახეობას შორის: „ალავერდი“ წითელი და თეთრი, „ალაზანი“ წითელი და თეთრი, „საფერავი“ და „რქაწითელი“ – მწვანე. ღვინოების ეს ნაირსახეობა ახლა უკვე ჩამოისხმება ბოთლებში, რომლებსაც ექნება ფერადი და მრავალფეროვანი ეტიკეტები“.
GWS კიდევ ერთი სიახლისთვის ემზადება – აღმასრულებელი დირექტორისა და მთავარი მეღვინის ფილიპ ლესპის თქმით, კომპანია ბიო ღვინოების ხაზის გამოშვებას გეგმავს, რომელიც მათივე ვენახების ყურძნით დამზადდება.
[R]