18
Jul
2019

თქვენ საით გაგიწევიათ? – “ოლეინას” კამპანია ქართული ტურიზმის მხარდასაჭერად

18 Jul 2019

“თქვენ საით გაგიწევიათ?” – ამ კითხვით საქართველოს მოსახლეობას “ოლეინა” მიმართავს. “ოლეინა” საკვები ზეთია, რომელიც ამერიკული კომპანია “ბუნგეს” შემადგენლობაში შედის. “ბუნგეს” 200 წლიანი ისტორია აქვს და 40-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. კამპანია “ოლეინამ” შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად წამოიწყო, მთავარი გზავნილით “მე მივდივარ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში”. მარკეტინგული კომუნიკაციის ფარგლებში, დაგეგმილი აქტივობები საქართველოს ღირსშესანიშნაობების, ისტორიული ძეგლებისა და კურორტების ცნობადობის გაზრდას ემსახურება. კამპანიის აქტივობების პარალელურად, მომხმარებელს “ოლეინას” პროდუქციის შეძენა სპეციალურ ფასად შეუძლია. კამპანიაში ჩართულები არიან მსხვილი სავაჭრო კომპანიებიც.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ: “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ქართულ საქმეს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ შიდა ტურიზმის განვითარებას. ივლისის თვეში, მოსახლეობის დიდი ნაწილი და განსაკუთრებით ახალგაზრდები ეროვნული გამოცდების შემდეგ მიემართებიან საქართველოს სხვადასხვა ულამაზეს რეგიონსა თუ კურორტზე. ჩვენ მიერ დაგეგმილი აქტივობების საშუალებით კი, გვინდა, რომ ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი. კამპანიასთან დაკავშირებით, ჩვენი პროდუქტი გამოვუშვით სპეციალური შეფუთვით. ყოველ შეფუთვაზე არის გზავნილი, რომელიც საქართველოს კუთხეებში მოგზაურობას გვახსენებს. მაგალითად: “მე მივდივარ აჭარაში”, “მე მივდივარ გურიაში”, “მე მივდივარ იმერეთში”… ამას გარდა, ივლისის ბოლომდე, “ოლეინას” შეძენას მომხმარებელი სააქციო ფასად შეძლებს. ამ კამპანიით გვინდა ვაგრძნობინოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ პროდუქტი და ჩვენ ვქმნით ღირებულებებს. ასევე, მინდა ვთქვა, რომ აღნიშნულმა აქტივობამ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა და ძალზედ პოზიტიური დამოკიდებულება დაიმსახურა. ეს გვაძლევს იმედს, რომ სწორი გზა ავირჩიეთ მარკეტინგული კომუნიკაციისთვის. საბედნიეროდ, ამ ინიციატივაში შემოგვიერთდა არაერთი სავაჭრო ობიექტი და ქსელი: აგროჰაბი, ნიკორა, მაგნიტი, კარფური, გუდვილი, უნივერსამი, ჯიბე, ფრესკო, ზღაპარი, GL მარკეტები, ეკონომიქსი და სხვა.”

[R]

განხილვა