in

უკრაინელი ილუსტრატორის, ოლგა შტონდას ნამუშევრები

ხარკოველი ხელოვანი მექსიკიდან გულშემატკივრობს სამშობლოს

ხარკოველი ოლგა შტონდა რუსეთის მის სამშობლოში შეჭრამდე 2 კვირით ადრე მექსიკაში, მეგობართან წავიდა და უკან ვეღარ მობრუნდა. ჯილდოების მფლობელი ილუსტრატორი ახლა იმის ფიქრშია, ოდესმე შეძლებს თუ არა სამშობლოში დაბრუნებას. 

BOG
BOG

უკანა გზის ბილეთი აპრილისთვის მქონდა ნაყიდი, მაგრამ უკვე არ ვარ დარწმუნებული, რომ კიდევ ვნახავ ჩემს სტუდიას ხარკოვში”, – ამბობს ხელოვანი, – „ჩემი მშობლიური ქალაქი გამუდმებით იბომბება რუსული ჯარების მიერ და უკვე განადგურებულია. ჩემი ოჯახი ახლა ხარკოვის რეგიონშია, რომელიც რუსეთს ესაზღვრება. იქ ყოფნა ძალიან სახიფათოა, ყოველდღე ისმენენ სროლებისა და აფეთქებების ხმას, მაგრამ არ სურთ საკუთარი მიწის დატოვება. ჩემი ბევრი მეგობარი გაიქცა სხვა ქალაქებში ან საზღვარგარეთ, რადგან, როგორც ჩანს, ამჟამად უკრაინაში უსაფრთხო ადგილი არ არის“.

ყველაფერ იმის გამო, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ბუნებრივია, ოლგა თავს სევდიანად გრძნობდა, თუმცა შვებას ისევ თავის ხელოვნებაში პოულობს. 

ძნელია ფოკუსირება ჩვეულ სამუშაოზე, როცა შენს მეგობრებსა და ოჯახს საფრთხე ემუქრება და შენი სამშობლო განადგურებულია“, – ამბობს ის.

ოლგა ილუსტრაციებს ქმნის როგორ საბავშვო წიგნებისთვის, ისე სხვადასხვა კლიენტისათვის, მათ შორის კიევის სიმფონიური ორკესტრისა და Yakaboo Publishing-ისთვის. ადამიანები და ბუნება შთააგონებს მის საქმიანობას. „ეს ჩემთვის სახალისოა, რადგან მე მიყვარს ხალხის ღიმილის ყურება”, – ამბობს ის.

ოლგა თვლის, რომ მის ვიზუალურ სტილზე გავლენა მოახდინა ხარკოვის დიზაინისა და ხელოვნების სახელმწიფო აკადემიაში ბეჭდვითი და გრაფიკული ხელოვნების შესწავლამ. “მე ვიყენებ სხვადასხვა ტექნიკასა და მასალებს, როგორიცაა ჩინური მელანი, აკრილი, ფანქრები, ხელით დაბეჭდილი ტექსტურები და ვათავსებ მათ ციფრულ კოლაჟში ლამაზი ტექსტურებითა და ნათელი ფერებით. ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები და ზოგჯერ დიდი დრო მჭირდება, რომ დავასრულო ნამუშევარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ პროცესიც ისეთივე ღირებულია, როგორიც შედეგი“, – ამბობს ის.

ბოლო ნამუშევარი ოლგამ რუსეთ-უკრაინის თემატიკას მიუძღვნა და ისიც აღიარა, რომ ხელოვნება ოდნავ მაინც უმსუბუქებს შექმნილ სიტუაციას. მუშაობისას არტისტი გრძნობს თავის შესაძლებლობებს და ეს მას ინსპირაციას აძლევს.

გააგონეთ ხმა მთელ მსოფლიოს! – ქალთა დღისადმი მიძღვნილი კამპანია

პლასტიკური საფენით ქრონიკული ჭრილობის მკურნალობას შეძლებთ