in

Oliberté – ფეხსაცმლის ბრენდი, რომელმაც ქველმოქმედების განსხვავებული გზა გაკვალა

Oliberté – ეს სახელი ფრანგულად „თავისუფლებას“ ნიშნავს და სულაც არ გახლავთ ფეხსაცმლის ჩვეულებრივი მწარმოებელი. დაფუძნების დღიდან, ის უახლოეს ტენდენციებს უკავშირდება. Oliberté-ს ამბავი გვიყვება იმაზე, თუ როგორ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ ქველმოქმედების ტრადიციული მოდელი და აფრიკის ეკონომიკური გაძლიერებისკენ გაკვალა გზა. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას იმზადებთ, ჩვენ Oliberté-ზე მოგიყვებით.

ეს იდეა კანადელ ანტრეპრენერს, ტალ დეჰტიარს მოუვიდა, რისკენაც საერთაშორისო დეველოპმენტში დაგროვილმა გამოცდილებამ უბიძგა. დეჰტიარი უშუალოდ შეესწრო, რა შეზღუდვები ახლდა ტრადიციულ დახმარების გზებს. მიუხედავად იმისა, რომ ქველმოქმედებას თავისი ადგილი აქვს, მან დაინახა მდგრადი გადაწყვეტილებების მზარდი საჭიროება, რაც ხელს შეუწყობდა ეკონომიკურ დამოუკიდებლობას.

დეჰტიარს გამბედავი იდეა ამოძრავებდა: შეექმნა ფეხსაცმლის პრემიუმ კლასის ბრენდი აფრიკაში, რომელიც გამოიყენებდა ადგილობრივ მასალებსა და კვალიფიციურ შრომას, ამასთან, ხელს შეუწყობდა კონტინენტზე სამუშაო ადგილების შექმნას. ბევრს ეჭვი ეპარებოდა მის ლოგიკაში. დეჰიტიარს სჯეროდა აფრიკის პოტენციალის. „აფრიკას შეუძლია კონკურენცია გასწიოს გლობალურ დონეზე,“ – ამტკიცებდა ის, – „მას უბრალოდ შანსი სჭირდება“.

Oliberté’-ს მიდგომა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა კომპანიებისგან, როგორიცაა TOMS, რომელიც დეჰტიარის აზრით, აგრძელებდა დამოკიდებულების ციკლს, 1+1 შემოწირულობის მოდელის გამო. ის ამტკიცებდა, რომ უფასო ფეხსაცმელმა შეიძლება ძირი გამოუთხაროს ადგილობრივ ბიზნესს და გააძლიეროს ნეგატიური სტერეოტიპები აფრიკის შესახებ. ამის ნაცვლად, ოლიბერტემ ყურადღება გაამახვილა სამართლიანი ანაზღაურების მქონე სამუშაო ადგილების შექმნაზე და კონტინენტზე ფეხსაცმლის ინდუსტრიის ჩამოყალიბებაზე.

მიუხედავად მისი კეთილშობილური მიზნებისა, Oliberté გაუთვალისწინებელი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. განვითარებად ქვეყანაში ქარხნის გახსნა ლოგისტიკურ სირთულეებს უკავშირდებოდა, ხოლო ფეხსაცმლის გიგანტების კონკურენცია სასტიკი იყო. Oliberté იბრძოდა წარმოების ხარჯებთან გასამკლავებლად.

2019 წელს, დიდი განხილვის შემდეგ, Oliberté-მ მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, დაეხურა ეთიოპიის ქარხანა. ეს არ იყო დამარცხების აღიარება, არამედ ადაპტაცია. Oliberté-მ წარმოება გადაიტანა კანადაში, ფოკუსირება მოახდინა მაღალი ხარისხის, ეთიკურად მოპოვებული მასალების გამოყენებით შექმნილ ხელნაკეთ ფეხსაცმელზე. მიუხედავად იმისა, რომ წარმოების ადგილი შეიცვალა, ძირითადი ღირებულებები დარჩა – სამართლიანი ანაზღაურება, მდგრადი პრაქტიკა და აფრიკული თემების გაძლიერების ვალდებულება.

ბრენდმა დიდი წვლილი შეიტანა აზროვნების ცვლილებაში, რომ აფრიკა არ არის მხოლოდ დახმარების მიმღები კონტინენტი, არამედ აქვს პოტენციალი ეკონომიკური თვითკმარობისთვის. Oliberté არის მოდელი სხვა ბიზნესებისთვის, რაც ადასტურებს, რომ ეკონომიკური განვითარება და სოციალური პასუხისმგებლობა შეიძლება ჰარმონიულად თანაარსებობდეს ერთ კომპანიაში.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

როგორ მოვიქცეთ, როცა გუნდი გვადანაშაულებს

ჯაოკენის მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა: გახანგრძლივებული საათები გაუმჯობესებული კომფორტისთვის