in

“რიო 2016”-ის ოლიმპიური ჩირაღდანი

ოლიმპიური თამაშების “რიო 2016”-ის საორგანიზაციო კომიტეტმა ოლიმპიური ჩირაღდნის პრეზენტაცია მოაწყო.

BOG
BOG

დიზაინერების გადაწყვეტილებით, ჩირაღდანი ხელიდან ხელში გადასვლის დროს სიმაღლეში 5 სანტიმეტრს მოიმატებს.  რაც შეეხება მასალას ის გადამუშავებული ალუმინისგან დაამზადეს და წონა 1500 გრამზე მეტი არ იქნება. გაფორმების დროს ბრაზილიის დროშის ფერები გამოიყენეს.  ჩირაღდნის თავი მზესთან და ოლიმპიურ მედალთან ასოცირდება, მეორე, მწვანე ნაწილი ბრაზილიის ბუნებასთან, მესამე ლურჯი ნაწილი – ზღვასთან, ხოლო მეოთხე – მიწასთან.

ოლიმპიურმა კომიტეტმა აიდენტიკაზე მუშაობა ერთი წლით ადრე დაიწყო. დასაწყისისთვის დიზაინერების ჯგუფმა ბრაზილიის კულტურა და ისტორია შეისწავლეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს დიზაინზე მუშაობა.

“Sony”-მ ხმის ვიზუალიზაცია მოახდინა

დრონით გადაღებული საუკეთესო ფოტოები