in ,

ოლიმპიური ოქრო ყველას! – Coca-Cola–ს მხიარული კამპანია #ThatsGold

ოდესმე წარმოგიდგენიათ, რა შეგრძნებაა ისეთი სერიოზული ჯილდოს მოპოვება, როგორიც ოლიმპიური ოქროს მედალია?! თუ არა, მაშინ ეს უკვე შესაძლებელია Coca-Cola–ს ახალ #ThatsGold  კამპანიასთან ერთად. მოგეხსენებათ, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებამდე სულ ცოტა დარჩა და მისი მოლოდინი უკვე სერიოზულ სარეკლამო თემადაც იქცა.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=56&v=SW7Cuopu8No

 

გამარჯვება წარმოუდგენელი ეიფორია, სიხარული რომელიც მაშინვე გინდა ვინმეს გაუზიარო, ენერგია, რომელსაც ვეღარ აკავებ, ენით აუწერელი ბედნიერება, რომელიც Coca-Cola–ს შხეფებივით “ბუყბუყებს” შენში. ოქროს ჯილდო არის შეგრძნება, რომელიც უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია.

 

https://www.youtube.com/watch?v=-xgrFv-j1ws

 

#ThatsGold–ის ფარგლებში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს ოქროს მედლის მფლობელი, არ აქვს მნიშვნელობა სპორტსმენია ის თუ არა, მთავარია მონდომება, ხალისი, შემართება, გამბედაობა და სიყვარული. გაუზიარე შენი ოქროს მომენტები გარშემომყოფებს Coca-cola–სთან ერთად.

რა კავშირშია ტანგო და ტუალეტის ქაღალდი?! – დელიკატური საკითხის გენიალური გადაწყვეტა Neve-ს ვიდეორგოლში

მათთვის შეუძლებელი არ არსებობს! – როგორ ვარჯიშობენ ირლანდიელი მებრძოლი ქალები