in

ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ საქართველო ფორმაშია – როგორ შეიქმნა საქართველოს ბანკის კამპანია

დიახ, საქართველო ფორმაშია! სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით! ოლიმპიური თამაშები – სპორტის მსოფლიო დღესასწაული, რომელსაც ოთხ წელიწადში ერთხელ ვზეიმობთ, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. ეს  ღონისძიება აერთიანებს ყველას და მთელ ყურადღებას ოლიმპიური მოედნებისკენ იპყრობს. ალბათ, ოთხწლიან შუალედში, ყველაზე მეტად ოლიმპიური სიმშვიდის შენარჩუნება ჭირს. განსაკუთრებით, როდესაც გამარჯვებისთვის ქართველი ოლიმპიელები იბრძვიან. თითქოს, ყოველი ჩვენგანი მთელი გონებით მოედანზე ინაცვლებს და სპორტსმენთან ერთად იბრძვის ჩემპიონობისთვის. გულშემატკივრობის ცეცხლის გაღვივებაში კი თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს ბანკმა, რომელიც უკვე ექვსი წელია, ოლიმპიური ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. ნაკრების საგულშემატკივრო  გზავნილებს შეხვდებოდით ყველგან – მობილბანკში, ფილიალებში, ქუჩებსა თუ სოციალურ ქსელში. შეიქმნა არაერთი შთამაგონებელი ვიდეორგოლი, რომელიცსხვადასხვა ციფრულ არხში გავრცელდა.

ქართველი ოლიმპიელების საგულშემატკივროდ შექმნილი კამპანიის შესახებ საქართველოს ბანკის ბრენდ მენეჯერი – ქეთი გაგოშიძე გვიყვება.

M: რა როლი აქვს საქართველოს ბანკს, როგორც პასუხისმგებლობიან ბრენდს, ოლიმპიური ნაკრების მხარდაჭერაში?

საქართველოს ბანკი უკვე 6 წელია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, მიზნად ვისახავთ ხელი შევუწყოთ ოლიმპიური სპორტის განვითარებას ქვეყანაში, რათა  ქართველმა სპორტსმენებმა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ მსოფლიო ასპარეზზე. ჩვენ გვჯერა მათი შესაძლებლობების და კარგად გვესმის, რომ მათი წარმატება სწორედ ჩვენი ქვეყნის წარმატებაა.

M: მხარდაჭერის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს კამპანია, რომელიც ოლიმპიელების შესახებ შეიქმნა. რა იყო მისი მიზანი და როგორ ჩამოყალიბდა კამპანიის კონცეფცია?

მთავარი, რისი მიღწევაც ჩვენი კამპანიის ფარგლებში გვსურდა იყო – ქვეყნის მასშტაბით გულშემატკივრობის მუხტის გაძლიერება. რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი მხრივ, გვინდოდა მაყურებლებისთვის შეგვეხსენებინა, რომ სპორტსმენები შეჯიბრზე ქვეყნის წარმატებისთვის იბრძვიან და ამიტომ მათთვის ჩვენი მხარდაჭერა, გულშემატკივრობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი სპორტსმენებისთვის კი გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ საქართველო მათთან ერთადაა, საქართველო ფორმაშია.

კამპანიის კონცეფციაზე JWT Metro-მ იმუშავა. ასე იქცა გულშემატკივრობის სენტიმენტის და როლის გაძლიერება ჩვენი კამპანიის მთავარ მიზნად. ვფიქრობთ, რომ დასახულ მიზანს ერთად მივაღწიეთ – მოასპარეზეების გვერდში ხომ მთელი საქართველო იყო.

M: კამპანია საკმაოდ მასშტაბური და მრავალმხრივი იყო – როგორ განაწილდა საკომუნიკაციო გზავნილი სხვადასხვა არხსა და კონტენტში?

საკომუნიკაციო გზავნილები კონკრეტულ მედიუმებს მოვარგეთ. ამით შევძელით, რომ მომხმარებელთან სხვადასხვა შეხების წერტილი საინტერესოდ და ავთენტურად გამოგვსვლოდა. თითოეული სიტყვა სინამდვილესა და გულწრფელ ემოციებს ასახავდა. შესაბამისად, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხში ჩვენი კამპანიის სათქმელის განთავსებამ პოზიტიური გავლენა იქონია და რაც მთავარია, გულშემატკივრობის გამაძლიერებელი შედეგი მოიტანა.

M: როგორი იყო სამუშაო პროცესი?

სამუშაო პროცესი საკმაოდ დატვირთული, საინტერესო და გამოწვევით იყო სავსე, რადგან ოლიმპიურ თამაშებზე კომუნიკაცია მიმდინარე მოვლენებზე ლაივ-რეჟიმში ხდებოდა. გამარჯვებისშემდგომი ფაზა ორ ნაწილად დაიყო, პირველი გახლდათ მყისიერი კომუნიკაცია – ამისათვის, ჩემპიონების მშობლიურ სოფლებსა და რეგიონებში მათი გამარჯვების აღსანიშნავად ბილბორდები განვათავსეთ. მეორე კი სრული ოლიმპიური თამაშების და მისგან მონიჭებული ემოციების ერთიან კონტენტად გამოტანაა, რაც ერთ შემაჯამებელ ვიდეორგოლში მოვაქციეთ, რათა კიდევ ერთხელ, ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება და გავიხსენოთ, რომ საქართველო არ ჩერდება, საქართველო ფორმაშია.

[R]

ლოგოდიზაინის 30-დღიანი „ჩელენჯი“ – ნახეთ, ჯარჯი ჩარკვიანის ნამუშევრები

ივა ქიმერიძე Miami Ad School-ში საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ისწავლის