in

რომელია საუკეთესო ოლიმპიური თილისმა? — კითხვას დარგის ექსპერტები პასუხობენ

რამდენად ხართ ოლიმპიური თამაშების მოყვარული, ეს ცალკე ამბავია, მაგრამ, ალბათ, ქართველების წარმატება მაინც არ დარჩენილა თქვენი ყურადღების მიღმა… ამაზე კი ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა ახლა მოდით, იმაზე ვისაუბროთ, რაც ოლიმპიურ თამაშებს ვიზუალურად დასამახსოვრებელს ხდის. თილისმებზე, რომლებიც წელს წითელი ჩიტების დუეტით ვიხილეთ:

BOG
BOG

აი, სულ პირველი ოლიმპიური თილისმის დებიუტი კი 1968 წელს შედგა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გრენობლში, საფრანგეთში. იგი Shuss-ის სახელით გაგვაცნეს, დიდთავიანი პერსონაჟი იყო თხელი ელვისებრი ტანით, რომელზეც ილუსტრატორმა და დიზაინერმა ალინ ლაფარგმა იმუშავა. თუმცა ეს არაოფიციალური ვერსია გახლდათ. ოფიციალური თილისმა კი უკვე 1972 წელს წარადგინეს მიუნხენის თამაშებზე და dachshund Waldi უწოდეს. ორივე მათგანს ქვემოთ იხილავთ… მანამდე კი შეგახსენებთ, რომ თილისმის განვითარებას მასპინძელი ქალაქის საორგანიზაციო კომიტეტი ხელმძღვანელობს.

აქვე გაჩნდა კითხვა: რომელია საუკეთესო ოლიმპიური თილისმა? პასუხები კი დარგის წამყვანი დიზაინერებისა და ილუსტრატორებისგან მოვისმინეთ, რომლებიც საყვარელ პერსონაჟებთან ერთად, მათთვის ყველაზე ცუდ ოლიმპიურ თილისმასაც გვიზიარებენ.

ზიპენგ ჟუ, შემოქმედებითი ხელმძღვანელი და დიზაინერი:

Amik, Montreal 1976

შავი თილისმები საკმაოდ იშვიათია, განსაკუთრებით ისეთი მარტივი და გრაფიკული, როგორიც Amik-ია. აღფრთოვანებული ვარ, თუ როგორ არის თახვი ასეთი აბსტრაქტული გზით წარმოჩენილი

საინტერესოა, რომ აღნიშნულ მოსაზრებას ილუსტრატორი ოლიმპია ზაგნოლიც იზიარებს…

Soohorang, PyeongChang 2018

მე ვაფასებ თეთრი ვეფხვის მიღმა არსებულ ამბავს, პერსონაჟის დიზაინი კი შესანიშნავია. საყვარელი და ენერგიულია ისე, რომ სულელურად და ბავშვურად არ გამოიყურება. შავ-თეთრი ფერთა სქემაც უჩვეულოა თილისმებისთვის, მაგრამ ნამდვილად კარგად მუშაობს.

აი, ამაში კი ზიპენგს ნატაშა ჯენი ეთანხმება, Pentagram-იდან. 

Phevos and Athena, Athens 2004

პირველად ისინი ჩემი თინეიჯერობის დროს ვნახე, ოღონდ მაშინ სულ არ მომწონებია. თუმცა დროთა განმავლობაში ეს თილისმები ჩემთან ერთად გაიზარდა. შესაძლოა, გაზრდის ნიშანია, რომ მისი აბსტრაქტულობა და დიზაინის სიმარტივე, მხოლოდ ახლა შევამჩნიე.

Bing Dwen Dwen, Beijing 2022

ამ პანდამ კი ყველაზე ცუდის წოდება მიიღო. ზიპენგ ჟუს აზრით, არც თავად პანდას გამოყენება იყო ორიგინალური თილისმად და არც რაიმე განსხვავებულ ამბავს ჰყვებოდა. თუმცა შეფასება საკმაოდ სუბიექტურია, რადგან ზუსტად ეს პერსონაჟი ნატაშა ჯენმა საუკეთესოებს შორის დაასახელა.

ოლიმპია ზაგნოლი, ილუსტრატორი და მულტიდისციპლინარული ხელოვანი:

Shuss, Grenoble 1968

მარტივი და საყვარელია. კარგი სახელიც აქვს, ყოფილი ილუსტრატორის მიერაა შექმნილი, რომელსაც ამისთვის, მხოლოდ ერთი ღამე ჰქონდა. ამგვარად, ზოგჯერ დედლაინის მოახლოებასა და სასოწარკვეთილების კარგ დოზას საუკეთესო შედეგამდე მივყავართ.

Waldi, Munich 1972

Wenlock, London 2012

2001 წლის ცუდ ფიჭურ ტელეფონს ჰგავს, მაგრამ აქ უფრო მეტად მაღიზიანებს Syd-ის, Olly-ისა და Millie-ის გულუბრყვილო სახეები.

ნატაშა ჯენი, Pentagram-დან:

ნატაშას ორი საყვარელი პერსონაჟი ზემოთ უკვე გაგაცანით, მესამე კი Quatchi and Miga გახლავთ, Vancouver 2010-დან:

ყველაზე ცუდად კი მას ლონდონის 2012 წლის თამაშების თილისმა Wenlock მიაჩნია:

დები მილმანი, დიზაინერი:

Haakon and Kristin, Lillehammer 1994

Sukki, Nokki, Lekki, and Tsukki, Nagano 1998

The Hare, the Polar Bear, and the Leopard, Sochi 2014

კარგი იქნებოდა, ერთ ამბავს რომ ჰყვებოდნენ და განსხვავებულ პერსონაჟებს არ გვთავაზობდნენ, ეს აფუჭებს მთლიან სურათს“, — ამბობს დები მილმანი ყველაზე ცუდი პერსონაჟის აღწერისას

და თქვენ რას ფიქრობთ, რომელია საუკეთესო ოლიმპიური თილისმა? 

რაზეა წიგნი „ფულის ინტერნეტი” და რატომ თარგმნა ის Coinmania-მ თავისი გუნდისთვის

სრულად ელექტრო VOLVO EC40-ზე 30000 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს- „ვოლვო ქარ საქართველოს“ სპეციალური შეთავაზებები