26
Dec
2016

როგორ გამოვიწეროთ მოდური ტანსაცმელი Amazon–დან?

26 Dec 2016

Elit Electronics


Amazon–მა, საახალწლოდ, იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც მოდური ტანსაცმლის შეძენის სურვილი აქვთ, სახალისო ვიდეორგოლი შექმნა ოლივია პალერმოსა და მისი პატარა საყვარელი ძაღლის, მისტერ ბის, მონაწილეობით.

ინტერნეტ მაღაზიაში, გარდა სხვა უამრავი პროდუქტისა, ყველა ცნობილი დიზაინერისა თუ ბრენდის ბოლო კოლექციის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარებია ხელმისაწვდომი. სწორედ, ამას გაუსვა ბრენდმა ახალ რგოლში ხაზი და ოლივიასთან ერთად, ძალიან კარგი ვიდეო შესთავაზა ერთგულ მომხმარებელს. ამერიკელი ლამაზმანი თავისი მეგობრებისთვისა და ახლობლებისთვის საახალწლო საჩუქრებს არჩევს, რაშიც მას ერთგული მისტერ ბიც ეხმარება.

 

განხილვა