სამხრეთ კორეული კომპანია Hyundai-ს უახლესი ეკომეგობრული მოდელი Nexo წყალბადის საწვავზე მუშაობს და როგორც კომპანიაში ირწმუნებიან, მისი გამონაბოლქვი მხოლოდ წყლისგან და ჟანგბადისგან შედგება. ამ ფაქტის სადემონსტრაციოდ, კომპანიის ესპანურმა წარმომადგენლობამ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ბრენდის ამბასადორი – ოლიმპიური მოცურავე მირენია ბელმონტე სპეციალურ, Nexo-ს გამონაბოლქვით სავსე დახურულ ჭურჭელში დარბის.
უცნობია, როდიდან გამოჩნდება Nexo ბაზარზე, თუმცა, მის მასობრივ წარმოებამდე რამდენიმე პრობლემაა გადასაჭრელი, შესაბამისად, დასახვეწია, მაგალითად, წყალბადის საწვავის შესაბამისი შიდა ინფრასტრუქტურა.
იმის მიუხედავად, რომ Hyundai ირწმუნება – Nexo წყალსა და 99.9% გაფილტრულ ჟანგბადს გამოყოფს, კომპანიამ მაინც დაიქირავა სპეციალისტები ესპანეთის ნაციონალური და სპორტის მედიცინის ცენტრიდან, იმის გადასამოწმებლად, რომ ვიდეოს გადაღების პროცესი, სპორტსმენისთვის, ნამდვილად უსაფრთხო იყო.