in

Olympus-ის საუკუნოვანი გზა, რომელიც თერმომეტრებითა და მიკროსკოპებით დაიწყო

ეს ისტორია არის ბრენდზე, რომლის ფოტოაპარატებიც დღესაც არ კარგავს პოპულარობას და არაერთი ფოტომოყვარულისა თუ პროფესიონალის კოლექციაში აღმოაჩენთ. საუბარია Olympus-ზე, ბრენდზე, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის წინ ჩამოყალიბდა და დღესაც აქტუალურია. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას იმზადებთ, ჩვენ Olympus-ზე მოგიყვებით.

Olympus-ის, ისევე როგორც წამყვანი ფოტობრენდების დაარსება იაპონიას უკავშირდება, თუმცა მისი წარმომავლობა საკმაოდ განსხვავებული პროდუქტიდან იწყება – თერმომეტრებიდან და მიკროსკოპებიდან. ის 1919 წლის 12 ოქტომბერს ჩამოაყალიბა ტაკეში იამაშიტამ. ტაკეში იამაშიტა ტოკიოს საიმპერატორო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგაც ის ადვოკატი გახდა, 1915 წელს. სამხედრო სამსახურის დასრულებისთანავე, იგი შეუერთდა სავაჭრო კომპანია Tokiwa Shokai-ს. შაქრის ვაჭრობით, მან Tokiwa Shokai-ს მნიშვნელოვანი მოგება მოუტანა. მადლიერმა დამსაქმებელმა კომპენსაცია მისცა იამაშიტას, რათა დაეარსებინა საკუთარი ფირმა, Takachiho Seisakusho, შინტარო ტერადასთან, სამსახურის მეგობართან ერთად. კომპანიის თავდაპირველი სახელწოდება გახლდათ Takachiho Seisakusho.

იამაშიტამ შთააგონა თავისი ინჟინრები იმით, რომ იმპორტირებული პროდუქციის უბრალო იაპონური იმიტაცია საკმარისი არ იყო და რომ რაიმე მართლაც ორიგინალურის შექმნის აუცილებლობას ხედავდა. 1920 წლის ივნისში, კომპანიის დაარსებიდან მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ, იამაშიტას ოცნება ახდა – ადგილობრივი წარმოების მიკროსკოპის დამზადებას მიაღწიეს და პირველი მიკროსკოპის, Asahi გამოუშვეს.

სამი ათწლეულის შემდეგ Olympus-მა წარმატებით შეიმუშავა მსოფლიოში პირველი გასტროკამერა პრაქტიკული გამოყენებისთვის. სულისკვეთება, რომელიც კომპანიის დაარსებისას იყო, წლების განმავლობაში მიმართეს მოწინავე ოპტო-ციფრული ტექნოლოგიებისკენ.

ტერადა იყო პირველი იაპონელი, რომელმაც 1910-იან წლებში შექმნა მიკროსკოპები ინდუსტრიული ტექნიკით. ტერადას მიერ წარმოებული მიკროსკოპი გამოიფინა 1914 წელს გამართულ Taisho Expo-ზე და ბრინჯაოს ჯილდო მოიპოვა. სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელი Iwashiya-ს წარმომადგენელი მაცუმოტო ტერედას ფინანსურად დაუდგა მხარში და მას “M&KATERA” მიკროსკოპების წარმოებაში დაეხმარა. ეს სახელდება შეიქმნა ამ მიკროსკოპის შემუშავებაში მონაწილე სამი ადამიანის სახელების გაერთიანებით: მაცუმოტო, კატო და ტერადა.

ტერადა თერმომეტრებს ტოკიოში ამზადებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მან საკმაო გამოცდილება დააგროვა მიკროსკოპებში, M&KATERA მოდელის შექმნისას, 1923 წელს, თერმომეტრების ბიზნესი გაყიდა და შემოსავლების დიდი ნაწილი მიკროსკოპებში ჩადო. კომპანია, რომელმაც თერმომეტრების ბიზნესი შეიძინა, Olympus-ის ბრენდის სახელით მოევლინა ბაზარს.

იაპონურ მითოლოგიაში ნათქვამია, რომ მთა ტაკაჩიჰოს მწვერვალზე, რვა მილიონი ღმერთი და ქალღმერთი ცხოვრობდა. სახელწოდება „ოლიმპი“ კი შეირჩა სასაქონლო ნიშნად, რადგან მთა ოლიმპი, ისევე, როგორც მთა ტაკაჩიჰო, იყო ღმერთებისა და ქალღმერთების სახლი. ეს სასაქონლო ნიშანი ასევე გამსჭვალულია Olympus-ის მისწრაფებით, გაეუმჯობესებინა სამყარო თავისი ოპტიკური მოწყობილობებით. 2003 წელს კომპანიის ისტორიის ახალი დასაწყისი უკავშირდება. ის გამოჩნდა ბაზარზე როგორც Olympus Corporation. პირველი კამერა ბრენდმა 1936 წელს გამოუშვა – Semi-Olympus, რომელიც აღჭურვილი იყო ახლადგანვითარებული Zuiko ობიექტივით. ეს იყო მაღალი ხარისხის ძვირადღირებული ფირის ფოტოკამერა. ბრენდი დღემდე ქმნის ფოტოკამერებს, დროდადრო თანამედროვე სტილი შემოაქვს დიზაინში, თუმცა Olympus-ის კამერებს თუ გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რამდენად ოსტატურადაა შენარჩუნებული ვინტაჟური დიზაინი.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

როგორ გადავლახოთ კარიერული ცვლილების ბარიერები

ელექტრომობილების ახალი ბრენდები ქართულ ბაზარზე – ექსკლუზიური წარმომადგენელი, E-Motors Georgia მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის