in

შესაძლოა, მარსზე ყოფილი ვულკანური კუნძული არსებობდეს — კვლევა

ეს კვლევა დაახლოებით იმას გვთავაზობს, რაც ასე უნდა დაიწყოს: იყო და არა იყო რა, როცა მარსი წყლით იყო დაფარული…“, მართალია, არც ყინული, არც მდინარეები და ოკეანეებია ნაპოვნი მის კრატერებში, მაგრამ არსებობს სამხილი, რომელიც ამაზე მოწმობს. მაგალითად, მილიარდობით წლის წინ Gale-ის კრატერი დიდი ტბა უნდა ყოფილიყო… Persevarence-ის როვერი კი ჯეზეროს კრატერში უძველეს მშრალ დელტას იკვლევს. ეს ინფორმაციები ახლა მეცნიერებმა ახალი სამხილის, მზის სისტემის ყველაზე დიდი ვულკანის, Olympus Mons-ის გასაანალიზებლად გამოიყენეს. 

M2
M2

მსგავს ვულკანებს დედამიწაზეც დააკვირდნენ და სწორედ არსებულ მსგავსებებზე დაფუძნებით გვეუბნებიან, რომ მზის სისტემის ყველაზე დიდი ვულკანი ერთ დროს, შესაძლოა, უზარმაზარი ოკეანის კუნძული ყოფილიყო. აი მაშინ, როცა მარსი ახალგაზრდა და წყლით დაფარული იყო…

ვაჩვენეთ, რომ Olympus Mons-ის გიგანტური ვულკანი იზიარებს მორფოლოგიურ მახასიათებლებს დედამიწის აქტიურ ვულკანურ კუნძულებთან. ჩვენ გთავაზობთ, რომ Olympus Mons-ის 6-კილომეტრიანი ზედა რგოლი უმეტესად იმ ლავისგან ჩამოყალიბდა, რომელიც თხევად მდგომარეობაში მყოფ წყალში მიედინებოდა, როცა სისტემა აქტიური ვულკანური კუნძული იყო, — აცხადებენ მკვლევრები.

საიდანაც უნდა გაზომოთ, ეს ვულკანი უზარმაზარია. 25 კილომეტრი სიმაღლისაა, რითაც მარტო უდიდესი კი არა, ყველაზე მაღალი პლანეტარული მთაცაა მზის სისტემაში. თუმცა მის ძირში რაღაც უცნაური ხდება, ფერდობზე მეტად, დაახლოებით 6 კილომეტრ სიმაღლეზე კლდის მსგავსია. ერთ საინტერესო მსგავსებასაც მიაგნეს — აღმოაჩინეს, რომ კუნძულების ნაპირებს ზუსტად ისეთი მკვეთრი ამაღლებები ჰქონდა, როგორც Olympus Mons-ის რგოლებს. დედამიწაზე კი ეს ამაღლებები ლავის შედეგია, როცა იგი ჰაერიდან წყალში გადასვლის გამო განსხვავებულ ტემპერატურაზე ცივდება. 

სწორედ ეს გვთავაზობს მოსაზრებას, რომ Olympus Mons ყოფილი ვულკანური კუნძულია, რომელიც წყლით იყო გარშემორტყმული, — აცხადებენ მკვლევრები. 

ამან კი მარსის ისტორიაზე ბევრი რამ შეიძლება გვითხრას; მაგალითად, ამ ამაღლებული ადგილების სიმაღლით დაკარგული ოკეანის წყლის დონის გაგების ალბათობა იზრდება, ხოლო ლავის ნაკადებით იმის დადგენა შეგვიძლია, როდის იყო აქ ოკეანე.

საინტერესოა ისიც, რომ მსგავსი მახასიათებლები კიდევ ერთ მარსის ვულკანურ მთაზე აღმოაჩინეს. საუბარია Alba Mons-ზე, რომელიც Olympus Mons-იდან 1500 კილომეტრში მდებარეობს. ეს კი მეცნიერებისთვის იმის მინიშნებაა, რომ ოკეანე მარსის ზედაპირის დიდ ფართობზე შეიძლებოდა ყოფილიყო.

როგორ მოვემზადოთ ფიჩინგისთვის ეფექტურად

როცა ბუნება შუა თითს გიჩვენებს…