17
ოქტ
2018

მაღაზია “ქრონოგრაფში” OMEGA-ს შვეიცარული საათები გამოჩნდა!

17 ოქტ 2018

OMEGA პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო luxury ტიპის საათების მწარმოებელია. მას შეხვდებით ყველა განსაკუთრებულ ადგილას, NASA-დან დაწყებული, “ჯეიმს ბონდითა” და ოლიმპიური თამაშებით დამთავრებული.

bog qulebi
Bog Xelfasi mob

 

ცოტა ხნის წინ, “ომეგას” საათები ოფიციალურად, თბილისში, “ქრონოგრაფში” გამოჩნდა. “ქრონოგრაფი” მსოფლიოში ცნობილი ბრენდების საათებს, სამკაულებსა და აქსესუარებს წარმოადგენს. მაღაზია თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს ისტორიული შენობის პირველ სართულზეა განთავსებული. SpeedMaster-ის, SeaMasteris, Constellation-ისა და De Ville-ის კოლექციებიდან მოდელების შეძენა უკვე შესაძლებელია.

“ომეგას” ამბავი 1848 წლიდან იწყება, როდესაც შვეიცარიელმა ოსტატმა ჯიბის საათების კომპანიის გახსნა გადაწყვიტა. ლუის ბრანდტი მაშინ 23 წლის იყო. საუკუნის დასასრულს, კომპანია ყოველწლიურად ქალისა და მამაკაცის 240,000-მდე საათს აწარმოებდა. 170 წლის შემდეგაც, “ომეგა” ინარჩუნებს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო Luxury კატეგორიის ბრენდის სტატუსს. ესაა სავაჭრო მარკა, რომლის კოლექციებს: SpeedMaster, SeaMaster, – საინტერესო ამბები უკავშირდება.

კომპანიის ბრენდის ელჩებს შორის არიან მსახიობები, მოდელები, მუსიკოსები, სპორტსმენები და კოსმონავტები: ჯორჯ კლუნი, ნიკოლ კიდმანი, დენიელ კრეიგი, ბაზ ოლდრინი, ლიუ შიში, ედი რედმეინი, სინდი კროუფორდი, მაიკლ ფელპსი, აბჰიშეკ ბაჩანი, ჩად ლე კლოსი, კაია გერბერი, პრესლი გერბერი.

Abdruck nur gegen Honorar und Belegexemplar resp. Linkangabe bei Onlineverwendung. (c) Oliver Oettli Photography – www.oliveroettli.ch

“ბრენდი, რომელიც მოგზაურობს”, – ასე შეიძლება ეწოდოს “ომეგას”, რომლის საათებსაც უნახავთ “ქვეყნის კიდე” – ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები. კოსმოსური მოგზაურობა “ომეგამ” 1962 წელს დაიწყო, როდესაც ასტრონავტებმა უოლტერ შირამ და გორდო კუპერმა კოსმოსში Omega Speedmasters-ებით შეაბიჯეს.

OMEGA მსოფლიო ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ქრონომეტრია, 1932 წლიდან დღემდე.

OMEGA-ს მარკეტინგულ კომუნიკაციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს “ჯეიმს ბონდსაც”. Seamaster ჯერ კიდევ, 1995 წელს გადაღებულ “ოქროს თვალში” გვხვდება. 9 წლის შემდეგ, “კაზინო როიალში”, დანიელ კრეიგი Seamaster Diver 300M Co-Axial-სა და Planet Ocean 600M Co-Axial-ს ატარებს.

[R]

განხილვა