Omega Mart ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივ სასურსათო მაღაზიას წააგავს, თუმცა მისი რეალობა სულ სხვაგვარია. ხელოვნებისა და გასართობი კომპანია Meow Wolf-ის მიერ შექმნილი სამყარო იმერსიული ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს.
აქ ერთმანეთს ერწყმის მრავალფეროვანი ნარატივი, ხელოვნება და მუსიკალური ელემენტები, რაც ინსტალაციას ფსიქოდელიურ და უჩვეულო გამოცდილებად აქცევს. ყველაფერი ერთმანეთში ირევა – საჭმლის სექციები დინამიკურად გადადის ფარდაზე, რომლის მიღმაც ლაბირინთები და გამოგონილი “კორპორაციული ელემენტია”.
მარკეტი ოთხ თემატურ სივრცესა და 60-ზე მეტ უნიკალურ გარემოს მოიცავს. პროექტის ფარგლებში Meow Wolf 50-ზე მეტ მუსიკოსთან თანამშრომლობა, მათ შორის იყვნენ Beach House, Brian Eno, Amon Tobin, Shrine და Android Jones.
















