პირდაპირ გეტყვით, ოპტიკური ილუზიების შექმნით, რომლებიც პარიზს სპორტულ მოედნად აქცევს, ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ სპონსორ OMEGA-ს სურს, ხაზი გაუსვას, როგორც სპორტსმენების შთამაგონებელ შესაძლებლობებს, ისე მასპინძელი ქალაქის ღირსშესანიშნაობებს.
ფოტოც აშკარას ხდის იმას, რომ კამპანიაში სიურრეალისტური პარიზული სცენებია ნაჩვენები, იქნება ეს ოქროს ჯილდოს მფლობელი ჯანმარკო ტამბერი, რომელიც ტრიუმფალურ თაღზე ხტება, ტოკიოს 2020 წლის ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი მონდო დუპლანტისი, რომელიც Sacré-Cœur Basilica-ს თავზე მოექცა, გოლფის მთავარი ჯილდოს მფლობელი სელინ ბუტიე, რომელსაც ღვთისმშობლის ტაძარზე ვხედავთ თუ სპრინტერი ერიონ ნაიტონი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქუჩაზე აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ კამპანიაში გამოყენებული სიმღერა ექსკლუზიურია, ფრანგ რეპერ SDM-სთან პარტნიორობით შექმნეს და Born to be a Legend-ის მუსიკაზე შეასრულეს. ასე კი კამპანია გამოწვევების გადალახვას ზეიმობს და ოქროს მოგებაზეც ოცნებობს…
აქ თავად OMEGA-საც მიაგებენ პატივს, როგორც ოფიციალურ დროის მანქანას ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე. ეს ამბავი კი 92 წლის წინ დაიწყო, Paris 2024 ახლა 31-ე პარტნიორობას აღნიშნავს ოლიმპიურ თამაშებთან 1932 წლის შემდეგ და პარაოლიმპიურ თამაშებთან 1992 წლის შემდგომ.
ზემოთ ჩამოთვლილ სპორტსმენებთან ერთად, კამპანიაში ფრანგ მოცურავე ლეონ მარშანდის, იამაიკელ სპრინტერ შერიკა ჯექსონს, ხუთგზის ოლიმპიურ ჩემპიონ მა ლონგს, მსოფლიო ჩემპიონს სპორტულ ცოცვაში მაიქელ მავემს, ახალი ზელანდიის ოლიმპიური ჯილდოს მფლობელებს პიტერ ბერლინგსა და ბლეარ ტიუკს, ეტლით რბოლაში მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენსა და სხვა ჩემპიონებს იხილავთ: