in

კრებსითი სახით გადმოცემული ომის ბავშვების ტრაგედია — ფრაგმენტი ლევან სონღულაშვილის ტილოდან


რამდენიმე დღის წინ მთელი ინტერნეტ სივრცე მოიცვა უკრაინელი ბავშვის კადრებმა, რომელიც პოლონეთის საზღვარს ტირილით კვეთს… ყველა ცდილობდა, მისი ბედი გაეგო — ვინ იყო? რატომ იყო მარტო და რა ელოდა სულ მცირე საზღვრის გადაკვეთის შემდეგ.

ამ კითხვებში ხელოვანებმა ტკივილის გამოხატვის საკუთარი გზა იპოვეს. მათ შორისაა ქართველი მხატვარი ლევან სონღულაშვილი, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ახალი მონუმენტური ფერწერული ტილოს შექმნა დაიწყო. როგორც მისი სოციალური ქსელიდან ვიგებთ, ნამუშევარს ეტაპობრივად ემატებიან პერსონაჟები… ტრაგედიის გმირები.

„შემოქმედებითი პროცესი განსაკუთრებით საინტერესო ხდება, როცა გარემო
მკარნახობს ნაწარმოების განვითარებას, ან მის სრულ გარდაქმნას; ისეც ხდება
ხოლმე, რომ ნამუშევარი წინ უსწრებს მოვლენებს. ამ კადრების ხილვისას
სახელოსნოს მივაშურე, ბავშვი მწვანე ქურთუკით ახალი ფერწერული ტილოს ერთ-
ერთ პერსონაჟად უნდა მექცია, ნახატი, რომელზე მუშაობაც ომამდე რამდენიმე
თვით ადრე დავიწყე, ომის კვალდაკვალ მან ისტორიული პარადიგმაც შეიძინა“, — ამბობს მხატვარი.

რა თქმა უნდა, ტილოზე ერთ-ერთი ადგილი სწორედ ზემოთ ხსენებულმა ბიჭმა დაიკავა, როგორც ომის ბავშვების კრებსითმა სახემ.

„სლოვაკეთის საზღვრისკენ მიმავალი უკრაინელი ბავშვის ვიდეო კადრებს
რთულია ემპათიის გარეშე უყურო, ემოციურ ფონს აძლიერებს მისი ხმა, ცრემლები
და ისტორიული ფონი — სამშობლოდან დევნილი პატარა, რომელიც ეგოცენტრიკი
ტირანის პირად ამბიციებს ემსხვერპლა. საქართველოს ისტორიაც მრავალ
ტრაგიკულ ამბავს ინახავს და ბმაშია უკრაინელთა ბრძოლასთან
თვითგადარჩენისთვის, მშვიდობისა და განვითარებისთვის, საერთო მტრის
წინააღმდეგ“,
 — აღნიშნავს ლევანი.


ფუტურისტული მანქანა, რომელიც კომპიუტერული ალგორითმებითაა შექმნილი

FLEX Rover მთვარის ზედაპირზე გადაადგილებაში დაგვეხმარება