in

ომის გავლენა ბავშვთა მენტალურ ჯანმრთელობაზე

M2
M2

ფსიქიატრიულმა და ფსიქოლოგიურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ომი ბავშვებსა და მოზარდებში მუდმივ ეპიზოდებს ტოვებს. ომის დროს ბავშვები ორი სახის ტრავმულ მოვლენას განიცდიან: ტიპი I (უეცარი ტრავმული მოვლენა) და ტიპი II (არასასურველი მოვლენების გახანგრძლივებული ზემოქმედება, რაც დაძლევის მექანიზმების დისფუნქციას იწვევს). შედეგად, მათ აწუხებთ ისეთი პრობლემები, როგორებიც არის შფოთვითი აშლილობა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD), დეპრესია, დისოციაციური აშლილობა, პერსონალიზაცია, დერეალიზაცია და ა. შ.

გარდა ამისა, ომგამოვლილ ბავშვებში ხშირია ქცევითი დარღვევები — განსაკუთრებით, აგრესია, ანტისოციალური და ძალადობრივი ქცევა. მსგავსი პრობლემები „ნორმალური პასუხებია არანორმალურ მოვლენებზე“. ეს ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ბავშვებში ძალადობის ხანგრძლივი ზემოქმედება ბიოფსიქოსოციალურ არასწორ ადაპტაციას იწვევს.

კონფლიქტურ ზონებში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ რაც უფრო გრძელია კონფლიქტი, მით უფრო მძიმეა სიმპტომები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ბავშვების 10%-ს ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები ტრავმული მოვლენების ჩავლის შემდეგ განუვითარდა. ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს კი წარმოადგენს ოჯახის დაკარგვა, სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია, ასევე, პესიმისტური მსოფლმხედველობა (დაკარგვისა და მწუხარების მუდმივი განცდა, ნათელი მომავლის დანახვის შეუძლებლობა) და ძალადობის ნორმალიზება.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმა უარი თქვეს ბავშვების ზრდასრულებისგან გამოყოფაზე. მათი აზრით, მცირეწლოვანები არათუ პასიურ მსხვერპლად, არამედ საზოგადოების აქტიურ მონაწილეებად უნდა განვიხილოთ. ისინიც ისევე ქმნიან სიტუაციასთან გამკლავებისა და გადარჩენის გზებს, როგორც ჩვენ.

ამასთან, არაჰუმანური პირობების მიუხედავად, ბოლო ფსიქოსოციალური კვლევა, რომელიც 2013 წელს ჩატარდა (Fernando and Ferrari 2013, Jones 2013), ბავშვებში გამძლეობის უზარმაზარ შესაძლებლობებზე მიუთითებს. მათში რამდენიმე თავდაცვითი მექანიზმია გამოვლენილი — მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია დაძლევის სტრატეგიების, რწმენის სისტემებისა და ჯანსაღი ოჯახური და მეგობრული ურთიერთობების ეფექტი.

„პორშე ცენტრი თბილისის“ რეკორდული გაყიდვები და თანამედროვე სტანდარტების შოურუმი 2022-ის გეგმებში – ინტერვიუ პეტრე წაქაძესთან

მეცნიერებმა დედამიწის ქერქში ორი გიგანტური ობიექტი აღმოაჩინეს