Omno საერთაშორისო გადახდების პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც ციფრულ ბიზნესს გადახდების მიღებისა და მართვის პროცესს უმარტივებს. ის სხვადასხვა გადახდის სერვისის პროვაიდერებს ერთ სივრცეში აერთიანებს. ბრენდი უკვე 1 წელიწადია, რაც დაარსდა — ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში კი, სტარტაპმა უკვე 50-მდე გადახდის სისტემასთან თანამშრომლობა და საერთაშორისო ონლაინ კომერციის პლატფორმებთან ინტეგრირება შეძლო.
ბრენდის წარმატების ისტორია აქ არ სრულდება. თებერვალში ომნო ლონდონის საერთაშორისო ბაზარზე იყო წარდგენილი, სადაც პოტენციური პარტნიორებისა და მომხმარებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. Omno მკვლევარია ონლაინ გადახდების სისტემაში, მისი დამფუძნებელი კი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს: „დღეს საგადახდო სერვისების ბაზარზე დიდი ქაოსია, რაც Omno-ს პროცესების ორკესტრირების შესაძლებლობას აძლევს, ეს კი ფულის მოძრაობას უფრო ეფექტურსა და მოქნილს გახდის. ჩვენი გუნდის სულისკვეთებასა და თავდაჯერებულობას გამოხატავს სლოგანი „It will““.
სტარტაპი აქ არ აპირებს გაჩერებას. Omno-ს, საბარათე გადახდებთან ერთად, საკუთარი მომხმარებლებისთვის ღია ბანკინგისა და კრიპტო გადახდების შეთავაზებაც სურს. ხოლო მის გრძელვადიან გეგმებში საერთაშორისო ბაზარზე თავის წამყვან საგადახდო აგრეგატორად დამკვიდრება შედის.
[R]