ომნო წარმოადგენს B2B გადახდების ორკესტრატორ პლატფორმას, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესებს საერთაშორისო მასშტაბით მიიღონ და მართონ საგადახდო სერვისები შეუფერხებლად.
პლატფორმა უზრუნველყოფს ბიზნესების ეფექტურად ფუნქციონირებას ნებისმიერ გლობალურ ბაზარზე ტრადიციული და ალტერნატიული გადახდის სისტემების ინტეგრაციის საშუალებით. ომნოს პლატფორმის მთავარი პრინციპი , „One Stop Shop”-ის მიდგომა, განსაკუთრებით მიმზიდველია იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც საერთაშორისო ბაზარზე სურთ თავის დამკვიდრება.
ომნო აერთიანებს მნიშვნელოვან საგადახდო ფუნქციებს, რომლებიც შექმნილია გადახდების პროცესების ოპტიმიზაციისთვის, მათ შორის:
- ტრადიციულ გადახდის სერვის პროვაიდერებს (PSP), ელექტრონულ საფულეებს, ღია ბანკინგ სისტემებს, კრიპტოვალუტის გადახდებს და სხვა ალტერნატიულ მეთოდებს. აღნიშნული საგადახდო პროვაიდერები უზრუნველყოფს, მომხმარებლებისთვის გადახდის მრავალფეროვანი მეთოდების შეთავაზებას ერთ სივრცეში.
- გადახდების ინტეგრაციის ცენტრალიზებულ პლატფორმას, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესს, მართოს ყველა გადახდის სისტემა ერთ პლატფორმაზე.
- მარტივ ინტეგრაციას, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესებს მარტივად ჩაიშენონ გადახდის სერვის პროვაიდერები (PSP).
- PCI DSS სტანდარტებთან შესაბამის მონაცემთა უსაფრთხოებას და დეტალურ ტრანზაქციების რეპორტინგს, რაც ხელს უწყობს ბიზნესების დაცვასა და უსაფრთხო მუშაობას.
- პლატფორმის მუშაობის სისწრაფეს, კერძოდ, ტრანზაქციები მუშავდება საშუალოდ 1-2 წამის შუალედში, რაც უზრუნველყოფს სწრაფ გადახდებსა და მომხმარებლის კმაყოფილებას.
სტარტაპი, რომელიც მხოლოდ ერთი წელია რაც გამოჩნდა საერთაშორისო ბაზარზე, უკვე მრავალი საერთაშორისო საგადახდო სისტემის პარტნიორია. კომპანიამ სწრაფი ნაბიჯების გადადგმა შეძლო მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით, სწორედ ამას გამოხატავს ფრაზა – „It will.“ , რომელიც აღნიშნავს, რომ ომნოს პლატფორმა ისეთივე მარტივი გამოსაყენებელია, როგორც ჟღერს და რომ ის ეფექტურად შეასრულებს თავის საქმეს – უზრუნველყოს თქვენი გადახდების დამუშავების მოთხოვნები ყოველგვარი ზედმეტი სირთულის გარეშე.
[R]