26
Jul
2018

როგორ დავუბრუნოთ ბავშვებს გარეთ თამაშის ინტერესი? – Omo-ს ორიგინალური იდეა

26 Jul 2018



თუ ტექნიკის განვითარებამდე, მშობლებისთვის გარეთ თამაშის დროს ტალახში ამოსვრილი ბავშვები წარმოადგენა პრობლემას, ახლა პირიქით, გამუდმებით სახლში მყოფი, მონიტორებს მოცქირალი პატარები უფრო სერიოზული თავის ტკივილია. იმისთვის, რომ ბავშვები ისევ ეზოსა და მხიარულ თამაშებს მიუბრუნდნენ, კომპანია Omo-მ, სააგენტო Ogilvy & Mather-ის დახმარებით, სპეციალური კამპანია წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში, ბავშვებისთვის შეიქმნა წიგნი, რომლის წაკითხვაც მხოლოდ მას შემდეგ ხდება შესაძლებელი, რაც მას პატარა ონავრები კარგად გააჭუჭყიანებენ.

 

განხილვა