in

OMOFOX: „ვგეგმავთ, კიდევ ორ ახალ ქვეყანაში გავიტანოთ ჩვენი პროდუქტი“

OMOFOX არის ციფრული ტვირთის ექსპედიტორი, რომელიც მარტივ ენაზე რომ განვმარტოთ, ტვირთის გადაზიდვის სრული პროცესის პროვაიდერია. ამავდროულად, ახდენს არსებულ პროცესში წარმოქმნილი ინფორმაციის გაციფრულებას OMOFOX-ის პლატფორმაზე, რაც მომხმარებელს ტვირთის გადაზიდვის პროცესში სრულ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას აძლევს. მაგალითად: ტვირთის ადგილმდებარეობა, გადაზიდვის სტატუსები, დოკუმენტები, მონაწილე მხარეები და სხვა. ღირებულება, რომელსაც OMOFOX ქმნის სწორედ მომხმარებლების და გადაზიდვის პროცესში ჩართული თითოეული ადამიანის საქმნიანობის გამარტივებას ემსახურება. კონცეფციის ფარგლებში მოქცეული ფუნქციონალის თითოეული ელემენტის მიზანი ინფორმაციის გაციფრულებაა. ამის შედეგად, ჩვენს მომხმარებლებს აქვთ მუდმივი წვდომა საჭირო ინფორმაციასთან დროის უმოკლეს მონაკვეთში. ტრადიციული გზებით წარმოებული პროცესები კი, რომლებიც მეტ კომპლექსურ პროცედურებს საჭიროებს ჩვენს პლათფორმაზე მხოლოდ ერთი კლიკით ხორციელდება.

პროექტის თანადამფუძნებლები ვართ: მახო ქიტუაშვილი, კახაბერ ყოჩიაშვილი და ვახო რომანოვი. სამივე თანადამფუძნებელი გადაზიდვის სფეროში წლების მანძილზე. იდეა სწორედ გამოცდილებიდან გამომდინარე გაჩნდა, რადგან ყოველდღიური შეხება გადაზიდვების სფეროსთან, მეტად თვალსაჩინოს ხდის მასში არსებული თითოეული პროცესების პრობლემურ მხარეს. იდეამდე თითოეული ჩვენგანი სწორედ საქმიანობამ მიიყვანა. არამხოლოდ დამფუძნებლები, არამედ გუნდის უმეტესი ნაწილი გადაზიდვების სფეროში აქტიურად ვიყავით ჩართულები, რაც დაგვეხმარა გადაჭრის გზა რეალურ, ინდუსტრიაში არსებულ პრობლემებზე მოგვერგო.

დასაწყისშივე გუნდის თითოეულ წევრს კარგად გვქონდა გააზრებული, კომერციული ტვირთების გადაზიდვის პროცესის დროს, რამდენ პრობლემასა და ბარიერს ხვდება მომხმარებელი და მასში ჩართული სხვადასხვა მონაწილე მხარე. სწორედ ეს იყო მთავარი მოტივაცია მათი გამოსწორების ხელსაწყოს შექმნისთვის. საწყის ეტაპზე არ გვქონდა კაპიტალი, მაგრამ ვიაზრებდით რომ ჩვენი განვითარების და ზრდის გზა სწორედ ბაზარზე შესვლით და მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარებით იწყებოდა.

ვფიქრობთ, უპირატესობა ჩვენი გუნდის ინოვაციური ხედვაა, რომელიც დღითიდღე გვეხმარება ეტაპობრივად გავარღვიოთ გადაზიდვების ინდუსტრიაში არსებული ბარიერები. საწყის ეტაპზე ძირითადად ტრადიციული ფორვარდერებისთვის დამახასიათებელ სირთულეებს ვაწყდებოდით, თუმცა ასეთმა პრობლემებმა მალევე იკლო მომხმარებლების და პარტნიორების მხრიდან OMOFOX-ის გაცნობასთან ერთად და მთავარ სირთულედ მხოლოდ სამიზნე ბაზრის ნაწილის ძველმოდურ და პრობლემებით სავსე ტრადიციულ გადაზიდვებთან მიჯაჭვულობა დარჩა, თუმცა ეს ბაზრის ნაწილი დღითითღე მცირდება, რასაც OMOFOX-ის ზრდაც უწყობს ხელს.

გუნდის თითოეული წევრის ძლიერი მხარე და პროექტის წარმატებული გზით წარმართვის წინაპირობა სწორედ გამოცდილება აღმოჩნდა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს ტვირთის ექსპენდიციაში, მომხმარებლებთან ურთიერთობაში, ტექნოლოგიებსა და ლოგისტიკაში. სამომავლო გეგმები და ხედვა ამ გზით, გამოცდილების დახმარებით რეალობად სწორედ OMOFOX-ში იქცა.

OMOFOX-ში გამოწვევებს არ ვერიდებით. Shark Tank-იც სწორედ ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა. აღვიქვით ახალ საინტერესო გამოწვევად და შესაძლებლობად, რომელიც განვითარების ახალ გზებს დაგვანახებდა. ჯერჯერობით, საკმაოდ მწირეა საქართველოში არსებული მსგავსი პროექტები და პროგრამები, სადაც ჩვენს მსგავს სტარტაპებს საშუალება მიეცემათ საკუთარი პოტენციალი სწორად წარმოაჩინონ.

Shark Tank-ში გამარჯვება კიდევ ერთი გამოწვევის წარმატებული დასასრულია. ვთვლით, რომ ამ პროექტმა მოგვცა საშუალება ჩვენი პროექტი საზოგადოებისთვის სწორი კუთხით წარმოგვეჩინა, რაც ნებისმიერი სტარტაპისთვის, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაში ახალი სიტყვის თქმას ცდილობს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ეს თანხა სტარტაპის განვითარებას მოხმარდება. ასევე, დაგვეხმარება გავცდეთ არსებულ მასშტაბებს და პოზიციონირება სხვა ქვეყნებშიც განვაგრძოთ. 2022 წელს, ვგეგმავთ კიდევ 2 ახალ ქვეყანაში გავიტანოთ ჩვენი პროდუქტი და ასევე, გავზარდოთ ჩვენი გუნდის წევრების რაოდენობა 40 ადამიანით.

მახო ქიტუაშვილი – იდეის თანაავტორი


„შარქ თენქს“ საქართველოში პირველი არხი, Sony Pictures და სტენლი შოუ წარმოგვიდგენს. ასევე, შოუს გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი და VISA.

„ეს იყო ერთგვარი თავგადასავალი, რომელშიც ჩავებით და არცერთი წამით არ გვიფიქრია უკან დახევა“! – გაიცანით სასკოლო სტარტაპ მარათონის გამარჯვებული გუნდი

მეცნიერებმა გიგანტური კბილი აღმოაჩინეს