in

ქართულმა სტარტაპმა OMOFOX $700 000-იანი ინვესტიცია მოიზიდა!

ქართულმა სტარტაპმა OMOFOX პრე-სიდ საინვესტიციო რაუნდი $700 000-ით დახურა. ინვესტიცია სტარტაპში ევროპული ვენჩურული კაპიტალის ფონდმა Presto Ventures, ანგელ-ინვესტორებმა და სტარტაპის დამფუძნებლებმა განახორციელეს.

OMOFOX ქმნის SaaS გადაწყვეტილებას, რომელიც წარმოებითა და საცალო ვაჭრობით დაკავებული ორგანიზაციებისთვის ლოგისტიკური პროცესების ავტომატიზაციას უზრუნველყოფს სატრანსპორტო მიწოდების დაგეგმვისა და მონიტორინგის სახით. OMOFOX სატრანსპორტო გადაზიდვის სრულ მომსახურებას სთავაზობს. სტარტაპი აციფრულებს მონაცემებს და მომხმარებლებს მიწოდების შესახებ სრულ ინფორმაციას აწვდის – ადგილმდებარეობა, მიწოდების სტატუსი, დოკუმენტაცია, პროცესში მონაწილე ადამიანები და ა.შ. პროცესების დოკუმენტური აღწერა და სისწრაფე პოტენციური გართულებების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს, რაც სატრანსპორტო სფეროსთვის უმნიშვნელოვანესია. ამ გზით, OMOFOX ლოგისტიკის სფეროში არსებული მოძველებული მიდგომების თანამედროვე ციფრულ ალტერნატივას ქმნის.

სტარტაპის დაფუძნება სამ ადამიანს უკავშირდება: მახო ქიტუაშვილს, კახაბერ კოჩიაშვილსა და ვახო რომანოვს. ტითოეულ მათგანს აქვს გამოცდილება ტექნოლოგიურ, ლოგისტიკურ, სატვირთო გადაზიდვებსა და მომხმარებელთა მომსახურების სფეროში. იდეაზე მუშაობა თანადამფუძნებლებმა 2020 წლის სექტემბერში, საკუთარ ავტოფარეხში დაიწყეს. მათ ესმოდათ, რა პროცესებს მოიცავდა ტვირთის კომერციული გადაზიდვა, რა პრობლემებს აწყდებოდნენ დამკვეთები და რა გამოწვევები ახლდა სფეროს.

ამ დროისთვის, OMOFOX-ის გუნდში 30 ადამიანია გაერთიანებული. სტარტაპს 300-ზე მეტი მუდმივი დამკვეთი ჰყავს და ეს რიცხვი იზრდება.

იაპონია, როგორც შეუძლებლის შეძლების გაგება – ანდრო დგებუაძე „მაზდა ცენტრი თეგეტას” კამპანიაში

როგორია თბილისის თავისუფალი სკოლის განვლილი გზა და სამომავლო გეგმები