in

მთვარისკენ მიმავალი იაპონური სატელიტი მწყობრიდან გამოვიდა

veon
veon

ტრაგიკული ამბავი კოსმოსიდან — იაპონური წარმოების CubeSat, მინიატიურული სატელიტი, სახელწოდებით OMOTENASHI, მწყობრიდან გამოვიდა. ის Artemis 1 მისიის ფარგლებში გაემგზავრა მთვარისკენ, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია.

„მიუხედავად იმისა, რომ OMOTENASHI-ს აღდგენას ვცდილობდით, კომუნიკაცია არ შედგა და ოპერაცია სადესანტო ფაზაში მივატოვეთ. მადლობა ყველას შესანიშნავი თანამშრომლობისთვის“, — წერენ მეცნიერები, რომლებიც სატელიტის შექმნაზე მუშაობდნენ.

თუ OMOTENASHI მთვარემდე მიაღწევდა, ის იქნებოდა პირველი იაპონური კოსმოსური ხომალდი, რომელიც დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე დაეშვებოდა. თავის მხრივ, ეს მნიშვნელოვან ეტაპად იქცეოდა კოსმოსური ერისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, ქვეყანას ჯერ კიდევ მოუწევს ლოდინი…

დამსხვრეული იმედები

OMOTENASHI სამი CubeSat-დან ერთ-ერთი იყო, რომელიც Artemis I-თან ერთად გაეშვა კოსმოსში — მათ შორის იყო იტალიური კოსმოსური კომპანია Argotec-ისა და NASA-ს საკუთარი BioSentinel CubeSat. ორივე მათგანი ამ დროისთვის სრულიად მწყობრშია და მთვარისკენ მიემართება.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იაპონიის საჰაერო სივრცის კვლევის სააგენტოს (JAXA) მოწყობილობა ერთადერთი იყო, რომელიც მთვარის ზედაპირზე რეალურად კონტროლირებადი დაშვებისთვის მოიაზრებოდა. მეცნიერები იმედოვნებდნენ, რომ OMOTENASHI-ს მთვარეზე წარმატებულად მიტანით, ისინი შეძლებდნენ უკეთ გაეგოთ მცირე ხომალდების დაშვების სპეციფიკა. ეს უკანასკნელი კი მნიშვნელოვანი გამოწვევაა მომავალი ეკონომიური კოსმოსური მოგზაურობისთვის.

თუმცა, სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი იყო და იაპონური პატარა ხომალდი, რომელიც 13 კილოგრამს იწონიდა, მწყობრიდან გამოვიდა.

ახალი ჰიბრიდული ბატარეა ელექტრო მანქანას 72 წამში მუხტავს!

თეთრი კვადრატი Spotlight 2022-ის მხარდამჭერია!