27
Dec
2019

Onoff.ge-ს ლიბერთი ბანკის ონლაინ განვადება დაემატა

27 Dec 2019

ტექნიკის მაღაზიებში განვადების რიგში დგომა ზედმეტად არასასიამოვნო პროცესია. სასურველი პროდუქტის შეძენა ჩვენგან ხშირად დიდ ენერგიასა და დროის რესურსს მოითხოვს. ასეთ დროს ვფიქრობთ ხოლმე, საერთოდ გვიღირს კი ამ კონკრეტული ნივთისთვის ამხელა დროის დაკარგვა? სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა ონლაინ განვადება, რომელიც დღესდღეობით თანამედროვე და მარტივი საშუალებაა, სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ სასურველი ნივთი.

მაღაზიები, ბანკები და სხვადასხვა მსგავსი დაწესებულებები უკვე აქტიურად ცდილობენ, მომხმარებლებს ეს სერვისი შესთავაზონ. მაგალითად სულ ახლახან Onoff.ge-მ გადაწყვიტა, ლიბერთი ბანკის ონლაინ განვადების მეშვეობით სწორედ ამგვარად გაამარტივოს მომსახურება – რიგებში დგომა და უამრავი დაკარგული საათი სულ რაღაც 4 წუთიან ამბად გადააქციოს.

ონლაინ განვადების პროცესი სრულიად ავტომატიზირებულია და Onoff.ge-ის პლატფორმის მეშვეობით მომხმარებელებს, რომლებიც არიან დადასტურებული შემოსავლის მქონე 20-დან – 67-წლამდე საქართველოს მოქალაქეები და ფლობენ ID ბარათს, ბიომეტრიულ პასპორტს ან სარგებლობენ ლიბერთი ბანკის ინტერნეტ ბანკით, შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად შეარჩიონ მათთვის სასურველი ნივთი საქართველოში არსებულ სხვადასხვა ტექნიკის მაღაზიაში, შეადარონ საუკეთესო შეთავაზებები და ერთი განვადებით შეიძინონ.

ისევე, როგორც თითქმის ყველა მსგავი პლატფორმა, Onoff.ge-ც საჭიროებს დარეგისტრირებას, რის მერეც მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ, შეარჩიონ პროდუქტები საქართველოში არსებული ტექნიკის მაღაზიებიდან, გადაიტანონ კალათაში და დააკლიკონ ღილაკს – „განვადებით ყიდვა’’, ლიბერთი ბანკის განვადების გვერდზე გადასვლისას აარჩიონ იდენტიფიკაციის მეთოდი (ID ბარათი/ბიომეტრიული პასპორტი ან ლიბერთი ბანკის ინტერნეტ ბანკი), რის შემდეგაც 4 წუთის განმავლობაში გაივლიან სრულ პროცესს. ონლაინ განვადების ამგვარ სისწრაფეს კი ის განაპირობებს, რომ განაცხადის განხილვა სქორინგის სისტემით ხორციელდება, რაც შესაძლებელს ხდის, პასუხი სულ რამდენიმე წამში შეიტყოს მომხმარებელმა.

ამ ამბავში კომფორტულია ისიც, რომ განვადებით სარგებლობა, სახლიდან გაუსვლელად, დღის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ონლაინ განვადების დამტკიცებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში შეიძლება. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა მაღაზიის სასურველი პროდუქტი ერთ კალათაში გააერთიანოს და მას შემდეგ შეავსოს განვადების განაცხადი. სასურველი ტექნიკის განვადებით შეძენა ყველა იმ მაღაზიიდანაა შესაძლებელი, რომლებიც ჩართულები არიან ონლაინ განვადების სისტემაში.

ონლაინ განვადების პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ, განვადების გასააქტიურებლად ლიბერთი ბანკის წარმომადგენელი მომხმარებელს დაუკავშირდება, რომელიც მისთთვის სასურველ დროზე მისთვისვე სასურველ მისამართზე მიაკითხავს მას, რათა ლიმიტი გაააქტიუროს და შეძენილი ნივთ(ებ)ი გადასცეს მას. თუ ონლაინ განვადების პროცესი წარმატებით გაიარა მომხმარებელმა 18:30 სთ-ის შემდეგ, ლიბერთი ბანკის წარმომადგენელი მომდევნო სამუშაო დღეს – 9:30 სთ-დან დაუკავშირდება მას.

და ალბათ, გაინტერესებთ Onoff.ge-ს ონლაინ განვადება ტექნიკის რომელ მაღაზიებზე ვრცელდება, აი ისინიც: ელიტ ელექტრონიქსი, აიტექნიქსი, ალგორითმი, მეტრო მარტი, Kitchenaid, აისფეისი, კონტარსტი, ოზონი, ჯინვენტორი, მაბილ სთარი, ილიტეკი, Hyundai, აისთორი, კიდობანის მაღაზია 53, კიდობანის მაღზია 51.  თუმცა, მალე ამ სიას სხვა მაღაზიებიც დაემატება. 

ონლაინ განვადების პირობები კი ასეთია:

• ვადა – 48 თვე ფიქსირებული;
• წინსწრების საკომისიო – არ არის განსაზღვრული
• წლიური – 24%;
• ეფექტური – 26.87%
• საკომისიო – არ არის განსაზღვრული
• მინიმალური და მაქსიმალური ონლაინ განვადების ლიმიტი – 200 – 5 000 ლარი;
• სესხის გრაფიკი – თანაბარი გადახდები;
• თავდები პირი – არ მოითხოვება.

 

[R]

განხილვა