საუკუნეზე მეტია, New Yorker მკითხველებს სახალისო ანიმაციებით ანებივრებს, მაგრამ არცერთ ილუსტრაციას მოუტანია ისეთი პოპულარობა, როგორც ეს პიტერ შტაინერის 1993 წლის Cyberdog-მა დაიმსახურა. ახლა კი Heritage Auctions-ზე მისი გაყიდვა 50 000 აშშ დოლარად იგეგმება.
ილუსტრაციის შინაარსი ასეთია: კომპიუტერის წინ გამოსახული ორი ძაღლი და წარწერა — „ინტერნეტში არავინ იცის, რომ ძაღლი ხარ“.
30 წლის წინ ინტერნეტი უცნობი ტერიტორია იყო, დღეს კი გარდაუვალ რეალობად იქცა. მიუხედავად ტექნიკური ლანდშაფტის დრამატული ცვლილებებისა, ერთი რამ კვლავ აქტუალური რჩება: ანონიმურობის ნიღბის ქვეშ საკუთარი აზრების გამოხატვის შესაძლებლობა. მართალია, შტაინერმა ეს „უკვდავი მიმზიდველობა“ 90-იან წლებშივე ამოიცნო, მაგრამ თავდაპირველად რედაქციას არ მოეწონა ილუსტრაცია და არც დიდი ყურადღება დაუმსახურებია… მხოლოდ მოგვიანებით დაიმკვიდრა ადგილი მაისურებზე, ჭიქებსა და სხვა ჟურნალების გვერდებზეც კი.
„ილუსტრაცია საერთოდ არ ეხებოდა ინტერნეტს. ეს უყო ჩემი გრძნობა, რომ რაღაცას ვშორდები. მივხვდი, რომ ის ავტობიოგრაფიულია: რამდენიმე კარიერა მქონდა და თითოეულში თავს ცოტათი თაღლითად ვგრძნობდი. ვფიქრობ, ბევრ ადამიანს აქვს მსგავსი სინდრომი, იმის განცდა, რომ ყველა მოატყუე: თითქოს, სხვებს მიაჩნიათ, რომ იციან, რასაც ვაკეთებ და ყველაფერი კარგად გამომდის. თავად კი საპირისპირო განცდები გაქვს“, — აღნიშნავს მხატვარი.
აქვე შტაინერის აზრით, სწორედ ეს ილუსტრაცია აღბეჭდავს მის ცხოვრებას ზუსტად.