in

„ერთი დღე, როგორც ვებსტერის სტუდენტი“ — რას გვთავაზობს ეს უნივერსიტეტი?

გასულ, 2022 წელს საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტის ფილიალი ოფიციალურად გაიხსნა. ამ მცირე პერიოდში კი კამპუსმა უკვე მრავალი აქტივობა განახორციელა, როგორც სტუდენტებისთვის, ისე დაინტერესებული კანდიდატებისთვის.

ერთ-ერთი ბოლო აქტივობა 24 იანვარს ჩატარდა, სახელწოდებით „ერთი დღე, როგორც ვებსტერის სტუდენტი“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს ლექცია და სიმულაციური თამაში ჩაუტარდათ. უფრო კონკრეტულად, უნივერსიტეტის პროფესორებმა იოჰან ვანროიერმა და ჯოსეფ სერნიკმა ბიზნესის შესავლის შესახებ ისაუბრეს. შემდეგ კი სტუდენტები სიმულაციურ აქტივობაში ჩაერთნენ, სადაც კომპანიის დაარსების ქეისი განიხილეს — ეს მოიცავდა რამდენიმე პოტენციურ სცენარზე საუბარს და იმის გაგებას, რა მუშაობს კარგად და რა, არა. გარდა ამისა, დღის მანძილზე დებატებიც გაიმართა, სხვადასხვა თემაზე, ვებსტერის საერთაშორისოდ აღიარებულ ლექტორებსა და სტუდენტებთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ ვებსტერის უნივერსიტეტი საქართველოში მცხოვრებ, როგორც ქართველ ასევე საერთაშორისო სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, ამერიკული დიპლომი ქვეყნის დატოვების გარეშე აიღონ. აშშ-ში აკრედიტებული ვებსტერის უნივერსიტეტი ადგილობრივადაც ოფიციალურად ავტორიზებულია და, როგორც დასაწყისში ვახსენეთ, სტუდენტების პირველი ნაკადი 2022 წელს მიიღო.

რა პროგრამები ისწავლება ვებსტერის უნივერსიტეტში?

საბაკალავრო საფეხურზე პროგრამები ასეა განაწილებული: საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება, და მასკომუნიკაციები. ხოლო უკვე მომდევნო წლიდან აღნიშნულ ჩამონათვალს მასკომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამაც დაემატება.

სამაგისტრო საფეხური მოიცავს: საერთაშორისო ურთიერთობებსა და ბიზნესის ადმინისტრირებას.

იქიდან გამომდინარე, რომ ვებსტერის უნივერსიტეტი აშშ-ის The Higher Learning Commission (HLC)-ის მიერაა აკრედიტებული, ეს მსოფლიოს ყველა კამპუსში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ფარავს, საქართველოს ჩათვლით. ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით კი პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ის მიერ. უნივერსიტეტის პროგრამები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ადგილობრივადაც აკრედიტებულია!

გარდა ამისა, საქართველოს ფილიალში ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი ან რამდენიმე სემესტრი გაატარონ ვებსტერის უნივერსიტეტის ნებისმიერ სხვა კამპუსში, მსოფლიოს 50-მდე ლოკაციაზე და ისარგებლონ ყველა იმ ბენეფიტით, რასაც აღნიშნული უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს. ამგვარი მიდგომა ზრდის უპირატესობებს და ასევე, აფართოებს კავშირებს, რადგან სტუდენტები გრძნობენ, რომ ერთიანი გლობალური სამყაროს ნაწილნი არიან.

[R]

ლონდონის პორტრეტების ეროვნული გალერეის რებრენდინგი წარსულსა და თანამედროვეობას აკავშირებს

AI Writing Checker ავტომატურად შექმნილ ტექსტებს ამოიცნობს