13
Nov
2015

ეიფელის კოშკზე მულტიმედიური ხეები იზრდება

13 Nov 2015

7-8 დეკემბერს პარიზში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით კონფერენცია იგეგმება. ბელგიელმა თანამედროვე მხატვარმა, ნაზია მესტაუმ თავისი მულტიმედიური ტყე წარმოადგინა, რომელსაც მსოფლიოს არქიტექტურის ძეგლებზე დაანათებენ. პროექტის მიზანია ბუნებასა და ახალ ტექნოლოგიებს შორის დამაკავშირებელი წარტილის პოვნა.

ადამიანი, რომელიც სპეციალურ აპლიკაციას გადმოწერს შესაძლებლობა ექნება ტელეფონის საშუალებით საკუთარი ხე გაზარდოს. ხე გულისცემის მიხედვით იზრდება და ყოველი ასეთი გაზრდილი ხე უნიკალურ ფორმას იღებს, რომელსაც ეიფელის კოშკზე გამოსახავენ. ხე მხოლოდ მულტიმედიურად არ იარსებებს, ყოველ მულტიმედიურ ხეზე ორგანიზატორები თითო ნამდვილ ხეს დარგავენ.

პროექტმა კოლოსალური წარმატება მოიტანა, ათასობით ხე ბერლინსა და ლონდონში უკვე დაირგო. პროექტის ავტორის შემდეგი მიზანი ლათინური ამერიკაა.

განხილვა