in

„ერთი საათის წესი“, რომელიც პროფესიულ ზრდაში დაგეხმარებათ

M2
M2

ადამიანის ცხოვრების ხარისხი პირდაპირ კავშირშია დროის განაწილებასთან. წარმატებული ადამიანები იყენებენ მარტივ, მაგრამ ეფექტურ მიდგომას – ერთი საათის წესს, რომელიც ეხმარებათ სწავლაში, გააზრებასა და ფიქრში. ამ მეთოდის არსი ისაა, რომ ადამიანი უთმობს 60 შეუწყვეტელ წუთს დღეში საკუთარი თავის განვითარებას, რათა გახდეს უფრო ჭკვიანი, ვიდრე წინა დღეს იყო.

პერსონალური ზრდის შეგნებული კონტროლი ცვლის აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების და ცხოვრების წესს. ეს ყველაფერი მოითხოვს ერთგულებას, მაგრამ დღეში მხოლოდ ერთი საათი სწავლა, ფიქრი და გააზრება აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. საბოლოოდ, ეს მიდგომა გვაძლევს კვირაში ხუთ საათს, რაც საშუალებას იძლევა რეგულარულად განვახორციელოთ თვითგანვითარება.

ბილ გეიტსის „აზროვნების კვირა“

მსგავს მეთოდს იყენებდა ბილ გეითსი, 1990-იან წლებში. ამ მიდგომას მან „აზროვნების კვირა“ უწოდა. ის შვიდ დღეს ტყეში მდებარე კაბინაში განმარტოებით ატარებდა, კითხულობდა, ფიქრობდა და წერდა მომავლის შესახებ. გეიტსის თქმით, უნარი – გარდაექმნა თავისუფალი დრო ღრმა აზროვნებად და სწავლად – მისი პიროვნების ფუნდამენტური ნაწილი გახდა.

ეს მიდგომა ეფუძნება პრინციპს: თანმიმდევრულობა ამარცხებს ინტენსიურობას. დღეში ერთსაათიანი პრაქტიკა შთამბეჭდავ შედეგებს იძლევა – თვეში ერთი წიგნის წაკითხვა ნიშნავს წელიწადში თორმეტი ახალი მენტალური ჩარჩოს ათვისებას და სამყაროს აღქმის თორმეტი განსხვავებული გზის შეძენას.

ერთი საათის წესის გამოყენება არ მოითხოვს განრიგის ძირეულ ცვლილებას. არ არის აუცილებელი ეს დრო უწყვეტად იყოს გამოყოფილი – შესაძლებელია დღის განმავლობაში სხვადასხვა დროის მონაკვეთების გამოყენებაც, იმავე ეფექტის მისაღწევად. ერთი საათი საკმარისად გრძელია ცხოვრების შესაცვლელად, მაგრამ საკმარისად მოკლე, რომ იყოს რეალისტური. ეს არის ოქროს შუალედი სურვილებსა და პრაქტიკულ შედეგებს შორის.

სწავლის აქტიურ პროცესად გარდაქმნა

ეფექტური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ტვინს გასააზრებლად ღირებული ინფორმაცია მიეწოდოს. შემავალი ინფორმაცია განსაზღვრავს გამომავალ ინფორმაციას – ის, რითიც ადამიანი კვებავს თავის გონებას, განაპირობებს, თუ როგორ იღებს ის გადაწყვეტილებებს, როგორ საუბრობს და როგორ მუშაობს. თუმცა, არ კმარა მხოლოდ ინფორმაციის მოხმარება – საჭიროა მასში აქტიურად ჩართვა. მაგალითად, 10 გვერდის წაკითხვას აზრი არ აქვს, თუ ადამიანი არ იყენებს ამ იდეებს.

მნიშვნელოვანია არა უბრალოდ ინფორმაციის შეგროვება, არამედ მისი გადამუშავება. თუ ადამიანი კითხულობს მოლაპარაკებების შესახებ, მას შეუძლია სცადოს ეს მეთოდები კოლეგასთან ან ვინმესთან, ვისგანაც უკუკავშირს მიიღებს. სწავლა მხოლოდ მაშინ სრულდება, როცა იწყება მოქმედება. ყოველთვის, როცა ადამიანი აფართოებს თავის გაგებას, ის აფართოებს შესაძლებლობების სპექტრს.

ახალი ცოდნის გააზრება

თუ სწავლა ინფორმაციის მიღებაა, გააზრება – მისი დამუშავებაა. ეს არის პროცესი, როდესაც გამოცდილება გარდაიქმნება გამოყენებად სიბრძნედ. როგორც ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი ჯონ დიუი აღნიშნავს, ადამიანები არ სწავლობენ გამოცდილებიდან, არამედ გამოცდილებაზე დაფიქრებიდან. გააზრების გარეშე, ადამიანი წრეებზე დადის – შეინიშნება ბევრი მოძრაობა, მაგრამ არა – მიმართულება.

მნიშვნელოვანია ადამიანმა გააანალიზოს, რა დაამუშავა და რა – არა, რა გაკვეთილი შეიძლება მიიღოს წარუმატებლობიდან. ამ ინფორმაციის ჩაწერა საშუალებას იძლევა, დაინახოს ქცევის შაბლონები – ჩვევები, რომლებიც აფერხებენ წინსვლას და გადაწყვეტილებები, რომლებიც პროგრესს უწყობენ ხელს. ეს არის პირადი უკუკავშირის ციკლი, რომელიც პრობლემებს სიცხადედ აქცევს.

ნასწავლის სიბრძნედ გარდაქმნა

ადამიანების უმეტესობა ძალიან დაკავებულები არიან ცხოვრებაზე რეაგირებით. ისინი აბრუნებენ ერთსა და იმავე აზრებს, ჩვევებსა და იდეებს. აზროვნება საშუალებას აძლევთ ეჭვქვეშ დააყენონ საკუთარი პერსპექტივები. ეს არის პროცესი, როდესაც ადამიანი მარტო რჩება საკუთარ გონებასთან, აკავშირებს წერტილებს, რომლებსაც სხვები ვერ ხედავენ, და უშვებს საკუთარი ფიქრების თავისუფალ დინებას, შემდეგ კი მიჰყვება საინტერესო მიმართულებებს.

ბევრი ადამიანისთვის სეირნობა არის ეფექტური გზა ამ პროცესის გასააქტიურებლად – ფიზიკური მოძრაობა ხშირად ხსნის ფიქრებს. პრობლემების გადაჭრა ხშირად უფრო ეფექტურია ღია სივრცეში, ვიდრე მაგიდასთან. აზროვნება იძლევა ტვინისთვის საჭირო სივრცეს იდეების დასამუშავებლად, რაც ხშირად მოულოდნელ შედეგებს იძლევა.

როდესაც ადამიანი ამ წესის ერთგულია, მისი გონება იწყებს კავშირების დანახვას. ის ამჩნევს შაბლონებს საკუთარ ჩვევებში, როგორც სახლში, ისე სამსახურში. ერთი საათის ყოველდღიური პრაქტიკა ეხმარება უკეთესად გაუმკლავდეს კონფლიქტებს, გააუმჯობესოს სამუშაო პროცესი, და უკეთესად იცხოვროს შინაურ გარემოში.

საბოლოოდ, თუ ეს პრაქტიკა საკმარისად დიდხანს გრძელდება, ადამიანი აცნობიერებს, რომ ის არა მხოლოდ სწავლობდა დღეში ერთ საათს, არამედ თავიდან აშენებდა საკუთარ ცხოვრებას. დღეში ერთი საათით სწავლა, გააზრება და ფიქრი საშუალებას აძლევს, აიღოს კონტროლი საკუთარი ცხოვრების მიმართულებაზე.

ეს არის საათის ძალა – საკმარისად მცირე, რომ დაიწყოს დღესვე და საკმარისად მძლავრი, რომ შეცვალოს ცხოვრება. ეს არის გზა, როგორ შეიძლება გადადგა ნაბიჯი წინ.

წყარო: Fastcompany

„თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა

მინიმალისტური ლოგო და ბრენდის იდენტობა — სიახლეები The Association of Tennis Professionals-ში