in

რომანზე “მარტოობის ასი წელიწადი” სერიალს გადაიღებენ

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გაბრიელ გარსია მარკესის რომანზე “მარტოობის ასი წელიწადი” ნეტფლიქსი სერიალს გადაიღებს. სერიებს ესპანურ ენაზე გადაიღებენ, თანაც ავტორის სამშობლოში – კოლუმბიაში. როგორც ცნობილია, სერიალის აღმასრულებელი პროდუსერები მისივე შვილები – როდრიგო გარსია და გონსალო გარსია იქნებიან.

BOG
BOG

როგორც მისი შვილები ამბობენ, გაბრიელ გარსია მარკესი დიდი ხნის განმავლობაში ყოყმანობდა რომანის მიხედვით ფილმის გადაღების შესახებ, რადგანაც თვლიდა, რომ ნაწარმოები ფილმის ფორმატში ვერ ჩაჯდებოდა. თუმცა, ნეტფლიქსის წარმატებული მოღვაწეობიდან გამომდინარე, ოჯახმა გადაწყვიტა, მისთვის მიენდო ეს საკითხი.

შეგახსენებთ, რომ ნაწარმოები “მარტოობის ასი წელიწადი” 1967 წელს გამოვიდა და იგი დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი საკმაოდ პოპულარული რომანია. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება სერიალის გადაღება.

ახალი RAV4-ისა და Corolla-ს პრეზენტაცია და Test Drive რუსთავის ავტოდრომზე

შეუპოვრობის 5 გაკვეთილი მსოფლიოში ცნობილი ანტრეპრენუარებისგან