in

რას ჭამს სანტა კლაუსი?

„კითხვა მაქვს სანტასთან დაკავშირებით“ — ალბათ, ეს კითხვა ყველაზე მეტად აშინებთ მშობლებს. გონებაში სწრაფად იწყებენ პოტენციური არგუმენტების მოფიქრებას და ჩამჭრელი კითხვების მოგერიების გზებს განიხილავენ. თითქოს, ზუსტად ამ დროს ხვდებიან, რომ შეიძლება ერთიანად ჩამოიშალოს ბავშვობის ჯადოსნური ეტაპი. სწორედ ამ კითხვით იწყება Sainsbury’s-ის საახალწლო რეკლამა, როცა ყველა მშობელი „შიშით იყინება“.

თუმცა ამ შემთხვევაში გოგონას აინტერესებს, რას ჭამს სანტა კლაუსი… სუპერმარკეტის პერსონალი კი სავარაუდო ვერსიებს ასახელებს. როგორც ჩანს, ეს თემა წინა წლის შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა — მას შემდეგ, რაც პეპსიმაც უჩვეულო კოქტეილის ნაზავი წარმოადგინა, როგორც სანტას საყვარელი სასმელი.

რა შეუძლია კვლევას? – მარკეტერის პოდკასტი

შესაძლოა, ინდონეზიაში დამარხული გიგანტური პირამიდა ყველაზე ძველი იყოს!