ბიზნესში HR წარმოადგენს სტრატეგიულ ძალას, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზაციის წარმატებას. სწორად შერჩეული და განვითარებული გუნდი ქმნის ნამდვილ კონკურენტულ უპირატესობას, ხოლო ეფექტიანი, სტანდარტიზებული HR პროცესები ბიზნესის მდგრად ზრდასა და ძლიერ კულტურას უზრუნველყოფს.
ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს HR აუთსორსინგული კომპანია One Point, რომელმაც ცოტა ხნის წინ აიღო ISO 9001:2015-ის ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი ორგანიზაციული განვითარებისა და ადამიანური რესურსების მართვის სერვისებში. აღნიშნული სერტიფიკატი ადასტურებს კომპანიის შესაბამისობას საერთაშორისო ხარისხის მართვის სტანდარტებთან და ასახავს One Point-ის სისტემურ, სტრუქტურირებულ და პროცესებზე ორიენტირებულ მიდგომას ადამიანური რესურსების მართვის სფეროში.
კომპანია One Point ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და დღეს პოზიციონირდება, როგორც წამყვანი HR აუთსორსინგული კომპანია საქართველოში. ის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთავაზობს ბიზნესინდუსტრიაზე მორგებულ HR გადაწყვეტილებებს და პრაქტიკებს. კომპანიის ხედვის საფუძველია რწმენა, რომ ადამიანები ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული აქტივია და მისი ეფექტიანობა პირდაპირ აისახება ბიზნესის შედეგებსა და გრძელვადიან განვითარებაზე.
One Point-ის ISO 9001:2015 სერტიფიცირების მიღების, გუნდისა და სამომავლო გეგმების შესახებ ვესაუბრეთ ნინო ნიაურს, კომპანიის მმართველ პარტნიორს.
M: პირველ რიგში, მოგვიყევით კომპანია „ვან ფოინთის” შესახებ: კონკრეტულად რას სთავაზობთ კომპანიებს და ვინ არის თქვენი ძირითადი სეგმენტი?
One Point გთავაზობთ სრულყოფილ HR მომსახურებას: პერსონალის შერჩევას C-level პოზიციებიდან – დაწყებული საშუალო მენეჯერულ და მასობრივ პოზიციებამდე, HR აუთსორსინგსა და ადმინისტრირებას, HR პროცესების სტრუქტურირებას, შიდა პოლიტიკების, პროცედურებისა და შეფასების სისტემების ჩამოყალიბებას, დამსაქმებლის ბრენდის განვითარებასა და სრულ HR კონსულტაციას.
თითოეულ კომპანიასთან ვმუშაობთ ინდივიდუალური მიდგომით, მისი ბიზნესმოდელისა და განვითარების ეტაპის გათვალისწინებით. ჩვენი ძირითადი სეგმენტია როგორც მცირე და საშუალო ბიზნესი, ისე დიდი კორპორაციები – ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.
M: გუნდის შესახებაც ვისაუბროთ: ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ქმნის One Point-ის გუნდს, როგორია თქვენი გამოცდილება და ერთიანი ხედვა?
One Point-ის გუნდში არიან მაღალი კომპეტენციის მქონე HR პროფესიონალები, რომელთაც ადამიანური რესურსების მართვის სფეროში 10+ წლიანი გამოცდილება აქვთ. ჩვენი გუნდის წევრებს აქვთ კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკა და ერთიანი ხედვა – ხარისხზე, პასუხისმგებლობაზე. გუნდის თითოეული წევრი ორიენტირებულია უწყვეტ განვითარებაზე და მუდმივად იმაღლებს ცოდნას ადამიანური რესურსების მართვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სწორედ გუნდის ერთობლივი ძალისხმევა და პასუხისმგებლობა გახდა ISO 9001:2015 სერტიფიცირების მიღების მთავარი საფუძველი.

M: ამ კითხვამდეც მივედით: ISO 9001:2015 სტანდარტი – რას ნიშნავს ეს თქვენთვის და რა გზა გაიარეთ ამ სერტიფიცირებამდე?
ISO 9001:2015-ის მიღება ჩვენთვის ლოგიკური და სტრატეგიული ნაბიჯი იყო. ეს სერტიფიკატი ადასტურებს, რომ One Point-ის მომსახურება ეფუძნება ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებს და არა სუბიექტურ გადაწყვეტებს.
სერტიფიცირებამდე კომპანიამ გაიარა მნიშვნელოვანი შიდა პროცესი: განხორციელდა არსებული პროცესების სიღრმისეული ანალიზი, HR მომსახურებების სტანდარტიზაცია ერთიანი ხარისხის ჩარჩოში, დოკუმენტირებული პროცედურების ჩამოყალიბება და შიდა კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალობას, განმეორებადობასა და უწყვეტ გაუმჯობესებას.
ISO 9001:2015 ჩვენი კლიენტებისთვის ნიშნავს მომსახურების ხარისხის სტაბილურობას, შემცირებულ ოპერაციულ რისკებს და პროგნოზირებად შედეგებს. ის ზრდის პროცესების გამჭვირვალობას, ამცირებს სუბიექტურობას გადაწყვეტილებების მიღებისას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აძლიერებს მომხმარებელთა ნდობას. კლიენტს ზუსტად ესმის, რა პროცესს, რა ვადაში და რა სტანდარტით იღებს, რაც ნიშნავს თანამშრომლობას კომპანიასთან, რომელსაც აქვს დადასტურებული ხარისხის მართვის სისტემა და რომელიც ორიენტირებულია უწყვეტ გაუმჯობესებაზე.
M: რას გულისხმობს HR კომპანიისთვის ამ სერტიფიცირების მიღება, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მის მოსაპოვებლად?
HR კომპანიისთვის ISO 9001:2015 ნიშნავს მკაფიოდ გაწერილ და განმეორებად პროცესებს, მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურებას, შედეგების გაზომვასა და ანალიზს, ასევე თანამშრომელთა ჩართულობასა და პასუხისმგებლობის მკაფიო გადანაწილებას.
სერტიფიცირების მისაღებად აუცილებელია პროცესებზე დაფუძნებული მართვა, რისკების შეფასება, მომხმარებლის უკუკავშირის მართვა, შიდა აუდიტებისა და მართვის მიმოხილვების განხორციელება. HR სფეროში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქმე გვაქვს ადამიანებთან და მაღალი პასუხისმგებლობის გადაწყვეტილებებთან.
M: როგორია One Point-ის გუნდის სამომავლო გეგმები?
One Point-ის სამომავლო გეგმები მოიცავს:
- მომსახურებების პორტფელის გაფართოებას;
- ახალი ბაზრებისა და საერთაშორისო პროექტების განვითარებას;
- HR პროცესების კიდევ უფრო გაციფრულებას;
- გუნდის პროფესიული განვითარების გაძლიერებას;
- ხარისხის მართვის სისტემის მუდმივ გაუმჯობესებას ISO 9001-ის ფარგლებში.
ჩვენი მიზანია, One Point დარჩეს სანდო HR პარტნიორად, რომელიც კომპანიებს ეხმარება არა მხოლოდ დღევანდელი გამოწვევების გადაჭრაში, არამედ გრძელვადიან წარმატებაში.
[R]











