in

„ერთი რამ, რაზეც ყველა ვთანხმდებით“ — Coca-Cola-ს ახალი მასშტაბური კამპანია

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში შევხვდებით კვების ობიექტების ისეთ ბრენდებს, რომლებიც პირველობასა და საუკეთესოობაზე დებენ თავს — ბურგერების მეფე, ნომერ პირველი პიცა ქალაქში და ა. შ. ამაზე დაკვირვებით კი Coca-Cola-მ სათავისო დასკვნა გამოიტანა… როგორც ჩანს, თითქმის ყველა კაფე და რესტორანი თავის მარკეტინგში, საკუთარი პროდუქციის პიარში სწორედ აღნიშნულ გაზიან სასმელს იყენებს.

სარეკლამო ინდუსტრიის გურუსთან, WPP-სთან კოლაბორაციით, Coca-Cola-მ უახლესი კამპანია ჩაუშვა. ეს უკანასკნელი კი ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით ბილბორდებისა და გაზეთების კვლევას ეფუძნება — მის ფარგლებში ზუსტ სტატისტიკურ მონაცემებს ადგენენ, თუ რამდენად ხშირადაა კონკრეტულად ეს გაზიანი სასმელი ნახსენები „საუკეთესო კერძების“ გვერდით.

ცხადია, პროცესი საკმაოდ შრომატევადი იყო, რაც აშშ-ის მასშტაბით არსებული რესტორნების ბილბორდებისა და რეკლამების შესწავლად მოიაზრებდა. თუმცა შედეგი ნამდვილად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა ბრენდისთვის, რადგან სულ უფრო მეტად იკვეთებოდა მისი პოპულარობა. და აი, ასე შეიქმნა კამპანია, სახელწოდებით: One Thing We Agree On.

Neo QLED 8K — უფრო საოცარი, ვიდრე ოდესმე

„თავისუფალ სამუშაო გარემოში ბევრად რთულია საკუთარი თავისა და რესურსების მართვა“ – თათუკა ყვავაძე