in

„1000 პროექტი“ მომხმარებელს, პროექტირებიდან მშენებლობის დასრულებამდე, ყველა მომსახურებას ერთად სთავაზობს

„1000 პროექტი“, იგივე P1000 არქიტექტურული სტუდიაა, სადაც შეგიძლიათ, კერძო სახლების თუ კომერციული ნაგებობებისთვის, მზა პროექტები ნახოთ და შეიძინოთ, ან უკვე აშენებული, შავი და თეთრი კარკასი იყიდოთ. აქვეა სარემონტო სამუშაოების სერვისიც.

ეს პლატფორმა, ცოტა ხნის წინ, საპროექტო-სამშენებლო კომპანიამ „ჩემი სახლი“ შექმნა და როგორც თავად ამბობენ, მთავარი მიზანი, მომხმარებლისთვის არჩევანის პროცესის გამარტივება, დროისა და რესურსების დაზოგვა იყო. ამიტომ, გადაწყვიტეს, შეექმნათ სივრცე სადაც, მომხმარებელს მარტივად ექნება შესაძლებლობა შეარჩიოს ან შექმნას მასზე მორგებული პროექტი, სურვილის შემთხვევაში მიიღოს აშენებული ვარიანტიც.

P1000-ის პროექტების მენეჯერი გიორგი ტატიშვილი ამბობს, რომ ამ მომსახურებაზე, მოთხოვნა არსებობდა, თუმცა, ბაზარზე არ იყო კომპანია ან პლატფორმა, რომელიც ყველაფერს ერთად, მზა ფორმით შესთავაზებდა მომხმარებელს.

გიორგი ტატიშვილი: 10 წლია, რაც სამშენებლო-საპროექტო სფეროში ვართ, კომპანიამ „ჩემი სახლი“ წარმატებულად განახორციელა რამოდენიმე დიდ მასშტაბიანი პროექტი, რის შემდეგაც შეისწავლა, რა ბაზარი და მოთხოვნა დაიწყო ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე. ასევე ვნახეთ, რომ გაიზარდა დაინტერესება მზა პროექტებზე. წინამოსამზადებელი სამუშაოები დავასრულეთ და უკვე გავუშვით კიდეც „1000 პროექტი“. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სახლებისა და პროექტების მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია. დამკვეთისთვის ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკულია, როდესაც ყველა მომსახურებას ერთ სივრცეში იღებს.

და კონკრეტულად რას სთავაზობს მომხმარებელს 100 პროექტი, იგივე P1000?

ნებისმიერი, ვისაც სურს ინდივიდუალური სახლის ან კომერციული ნაგებობის აშენება თუ შეძენა. ჩვენს პლატფორმაზე, უკვე გამზადებული პროექტებიდან არჩევს მისთვის სასურველს და ყიდულობს. ბუნებრივია, დამკვეთის სურვილებზე თუ კონკრეტულ ლოკაციაზე მაქსიმალურად მოსარგებად, შეგვაქვს კორექტივები და უმცირეს დროში პროექტი უკვე მისია. გარდა ამისა, გვაქვს აშენებული სახლებიც, რომლებიც ასევე ჩვენს ვებგვერდზეა განთავსებული. და კიდევ ერთი შეთავაზება – ჩვენივე მზა პროექტების მიხედვით, ვაშენებთ სახლებსა და კომერციულ ნაგებობებს, როგორც თბილისში, ისე – მის შემოგარენსა და რეგიონებში. მაგალითად, ახლა გურიაში ვაშენებთ ჩაის ქარხანას. ჩვენი სრული სერვისი კი ასეთია – პროექტიდან დაწყებული, რემონტით დამთავრებულ სახლს ვაბარებთ დამკვეთს.

მოდით, დავიწყოთ სულ თავიდან ადგილის შერჩევით. თქვენ სთავაზობთ მიწის ნაკვეთს თუ დამკვეთს უკვე უნდა ჰქონდეს? 

ჩვენთან ორივე ვარიანტი შესაძლებელია – დამკვეთს ჰქონდეს თავისი ნაკვეთი, ან P1000-ზე აარჩიოს უკვე შემოწმებული, მშენებლობისთვის გამოსადეგი მიწა. ასევე მათ ვინც ყიდის მიწის ნაკვეთს ჩვენი საიტი აძლევს საშუალებას უფასოდ განათავსოს განცხადება და დაუკავშირდეს პოტენციურ მყიდველს.ორივე შემთხვევაში, ჩვენს თავზე ვიღებთ ყველა საჭირო დოკუმენტისა და ნებართვის მომზადებას და ამაში, მომხმარებელი, არანაირ დამატებით თანხას არ იხდის.

პროექტირების ეტაპზე რას სთავაზობთ მომხმარებელს განსაკუთრებულს, რატომ უნდა ისარგებლონ თქვენი მომსახურებით? 

ჩვენ გვაქვს მზა პროექტები და ეს პირველი უპირატესობაა. გარდა ამისა, მომხმარებელს ვთავაზობთ, მასზე მორგებული, ინდივიდუალური პროექტის შედგენას, რაშიც შედის: არქიტექტურული პროექტი, კონსტრუქციული პროექტი, გეოლოგია, დენდროლოგია, ტოპოგრაფიული გეგმა, საინჟინრო კომუნიკაციები და მერიასთან შეთანხმება. ამ მომსახურების, ანუ ახალი პროექტის შედგენის ღირებულება, კვადრატულ მეტრზე, 23 ლარია. ჩვენი კიდევ ერთი უპირატესობა სწორედ ეს არის – დამკვეთი იხდის პროექტირების თანხას, სხვა დოკუმენტაციის მომზადებაში კი მას, დამატებით, რამის გადახდა ან სხვადასხვა უწყებაში სიარული არ უწევს. ყველა პროცედურას ჩვენ ვაგვარებთ, ყველასთან ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია. ამის შემდეგ კი, თუ დამკვეთს, პროექტის გარდა, სურს, ნაგებობაც ჩვენ ავუშენოთ, ვიწყებთ მშენებლობას.

მშენებლობის შემთხვევაში, რამდენად კონკურენტული ფასი გაქვთ? მზა პროექტი რომ ექნება, დამკვეთს შეუძლია, სხვას ააშენებინოს სახლი თუ კომერციული ნაგებობა, ეს სერვისი  ხომ ბევრ კომპანიას აქვს? 

ბაზარზე ჩვენი ფასი არის ერთ-ერთი საუკეთესო. შავი კარკასი – ერთი კვადრატული – 460 ლარი. ეს მოიცავს: პროექტირება, მიწის სამუშაოები და საძირკვლის მომზადება, რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, გარე კედლების ბლოკით შევსება, შიდა ტიხრები და სწორი ან ფინური გადახურვა (პროექტის შესაბამისად). თეთრი კარკასი – ერთი კვადრატული – 800 ლარი. ეს მოიცავს:  გარე ფასადის შელესვა – შეღებვა სილიკონნარევი საღებავით, შიდა ტიხრები გალესილი გაჯით, მოჭიმული იატაკი, შიდა პერიმეტრში გაყვანილი კომუნიკაციები, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა და რკინის კონსტრუქციის ცენტრალური კარი. ყველანაირი დოკუმენტაცია კი, როგორც უკვე ვთქვით, უფასოა. 460 ლარი, დაახლოებით, $150-ია. დედაქალაქის გარეუბნებშიც კი ამაზე სამჯერ ძვირი ღირს ერთი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი. პირობითად რომ ვთქვათ, დიდ დიღომში ან გლდანში 2-ოთახიანი ბინის ფასად, შეგიძლიათ, მიიღოთ ძალიან კარგი სახლი თბილისში, წყნეთში, ტაბახმელაში, წავკისში, საგურამოში და ა.შ. ეს ფასები ყველგან, დედაქალაქში, მის შემოგარენსა და რეგიონებში, არის ფიქსირებული და უცვლელი. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დამკვეთი, მხოლოდ მშენებლობის დასრულების შემდეგ იხდით თანხას. არანაირი წინასწარი შენატანი და ა.შ.

ამ ფასად შესაძლებელია ხარისხიანი მშენებლობა? 

ვმუშაობთ უახლესი ტექნოლოგიით, რაც არის მონოლითურ სისტემაში, ეს არის წერტილოვანი საძირკველი. რაც შეეხება მასალებს: ბეტონი გვაქვს საუკეთესო ხარისხის, „ბე 25“ მარკის, არმატურა – უმაღლესი ხარისხის, ქართული წარმოების, „ბე 500“ მარკის. ყველა ჩასხმის დროს ვიღებთ ბეტონის, არმატურის ნიმუშებს, რომელიც მოწმდება ლაბორატორიულად, პასუხები ხარისხის შესახებ, გადაეცემა დამკვეთს. მშენებლობისთვის ვიყენებთ ინოვაციურ, ენერგოეფექტურ ბლოკს, რომლის საშუალებითაც, მომხმარებელი, იგივე ფასად, იღებს ბევრად უკეთეს შედეგს, ენერგოეფექტურ ნაგებობას და მეტ ფართს. გარდა ამისა, ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებს. ჩვენს მიერ აშენებული ნაგებობები გათვლილია 8 ბალზე.

რაც შეეხება ვადებს. ეს ერთერთი მტკივნეული და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მშენებლობაში. 

ინდივიდუალური სახლების მშენებლობას, შავი კარკასის მდგომარეობით, სჭირდება 3 თვე, თეთრი კარკასის მდგომარეობით – 5 თვე. მშენებლობის ვადებით ჩვენთან ზედმიწევნით დაცულია, რაც კონტრაქტში გვაქვს მითითებული, ზუსტად იმ დროში იბარებს დამკვეთი ობიექტს. თანაც, თანხას მხოლოდ იმის შემდეგ იხდის მომხმარებელი, როცა დათქმულ დროს და შესაბამისი ხარისხის მშენებლობას დავასრულებთ.

 

[R]

Bose-ის სათვალეები, რომლითაც მუსიკას მოუსმენთ

რა შესაძლებლობებს სთავაზობს Touch-ის პლატფორმა ქართულ სტარტაპებს?