30 ივლისს, 18:00 საათზე, კურორტზე გაიხსნება გამოფენა “The Hour Before Habit / სანამ ჩვეული დღე დაიწყება”, რომელიც oneday.gallery-ის პირველი პროექტია.
მონაწილე ხელოვანები – ნატო ბაგრატიონი, ვატო ბაქრაძე, სალომე ბუკია, ლიზი ბუდაღაშვილი, ანა ჩადუნელი, JG Debray, სალომე დუმბაძე, მარიამ გაბრიჭიძე, თეზი გაბუნია, ირინე ჯიბუტი, სოფო ქობაძე, მაკო ლომაძე, ბასა მეტრეველი, მია ოქრუაშვილი, გიორგი პოპიაშვილი, ოთო შენგელია, ოთო ცაგარეიშვილი და მაია ციტაიშვილი.
კურატორი: მარიკა კვირკველიძე
The Hour Before Habit – ჯგუფური გამოფენა თანამედროვე ქართველი და საერთაშორისო ხელოვანების მცირე ფორმატის ნამუშევრებს აერთიანებს და გვთავაზობს დავფიქრდეთ იმ ურთიერთობაზე, რომელსაც ხელოვნებასთან ყოველდღიური თანაცხოვრების გზით ვამყარებთ.
„სანამ ჩვეული დღე დაიწყება“ იმ მშვიდ დილის მონაკვეთს ეძღვნება, რომელიც გამოღვიძებასა და დღის ჩვეულ რიტმს შორის არსებობს – მომენტს, როდესაც ყოველდღიურობა ჯერ კიდევ არ დაწყებულა და გარემოს განსაკუთრებული ყურადღებით აღვიქვამთ. სწორედ ამ მდგომარეობიდან იღებს სათავეს გამოფენის იდეა: ყურადღება მივაქციოთ იმ საგნებს, რომლებსაც ჩვენს სივრცეში ადგილი დავუთმეთ და იმ ნამუშევრებს, რომლებთან ერთადაც ყოველდღიურად ვცხოვრობთ.
ექსპოზიციაში წარმოდგენილი მცირე ფორმატის ნამუშევრები ბუნებრივად იკავებენ ადგილს ყოველდღიურ გარემოში. ისინი არ ითხოვენ განსაკუთრებულ სივრცეს და არც დისტანციას გვკარნახობენ. პირიქით, სიახლოვისკენ გვიწვევენ – არა მხოლოდ დასათვალიერებლად, არამედ იმის წარმოსადგენადაც, როგორ შეიძლება ხელოვნებასთან ცხოვრება.

სწორედ აქედან იწყება oneday.gallery-ის ხედვაც.
oneday.gallery სახელოვნებო პროექტის, რომელიც საკუთარ პროგრამას თბილისსა და ნიუ-იორკს შორის, სხვადასხვა სივრცეში ავითარებს. გამოფენების, სპეციალური პროექტებისა და თანამშრომლობების საშუალებით, ის წარმოგვიდგენს ხელოვანებსა და იდეებს, რომლებიც, მისი რწმენით, იმსახურებენ აღმოჩენას, გაზიარებასა და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრებას.
oneday.gallery-ისთვის ხელოვნებასთან ურთიერთობის საფუძველი ნამუშევართან პირადი კავშირია. სწორედ ასეთი გამოცდილება ქმნის შესაძლებლობას, თანამედროვე ხელოვნება ყოველდღიური ცხოვრების ბუნებრივ ნაწილად იქცეს.
ამ ხედვას ეხმიანება პროექტის პირველი გამოფენაც, რომელიც ხელოვნების კოლექციონერობასა და ნამუშევრებთან ერთად ცხოვრებას პირად, ინტუიციურ პროცესად განიხილავს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
Instagram: @oneday.gallery
Email: [email protected]
WhatsApp: +995593555987











