OnePlus-ის ახალი თაობის ფლაგმანის გამოჩენას ანდროიდის თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ელოდებიან. OnePlus 11-ის გლობალური ვერსიის პრემიერა 7 თებერვალსაა დაანონსებული.
OnePlus 11-ში მომხმარებლების ორი ფავორიტი მახასიათებელი ბრუნდება: საკულტო სლაიდერი და Hasselblad-თან პარტნიორობით შექმნილი კამერა. OnePlus 11-ის დიზაინი კოსმოსური შავი ხვრელებითაა შთაგონებული — კოსმოსით ინსპირაცია კამერის პანელის ფორმაში და შუშის ზედაპირზეა გამოხატული.
სმარტფონი ჩინეთში უკვე ხელმისაწვდომია. ჩინური ბაზრისთვის გათვლილ მოდელზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ: OnePlus 11-ს 6.7-ინჩიანი LTPO 3.0 AMOLED ეკრანი, 120-ჰერციანი განახლების სიხშირე და Qualcomm’s Snapdragon 8 Gen 2 პროცესორი აქვს. აღსანიშნავია 100-ვატიანი სწრაფი დატენვის ფუნქციაც და UFS 4.0 მეხსიერებაც.
აქამდე, ბრენდი საბაზისო მოდელებთან ერთად, ყოველთვის პრო ვერსიებსაც უშვებდა. ამჯერად ვარაუდობენ, რომ მე-11 სერიაში პრო მოდელი არ იარსებებს და მხოლოდ OnePlus 11-ს მოუწევს ფლაგმანის სტატუსის ტარება.
ნიუ-დელიში ჩანიშნულ პრეზენტაციას Cloud 11 დაარქვეს — ბრენდის დიდი ამბიციები სათაურშიც მოჩანს. მალე გავიგებთ, გაამართლებს თუ არა მოდელი მოლოდინს და შეძლებს თუ არა, კონკურენცია გაუწიოს ანდროიდ ბაზრის უდიდესი მოთამაშის სიახლეს — Samsung Galaxy S23-ს, რომელიც ასევე უახლოეს მომავალში იხილავს სინათლეს.
ქართულ ბაზარზე OnePlus 11-ის გამოჩენას ოფიციალური წარდგენიდან მალევე უნდა ველოდოთ. ზუმერის წარმომადგენლების განცხადებით, სმარტფონი თებერვლიდან გახდება ხელმისაწვდომი ზუმერის ფილიალებში და ვებგვერდზე.
[პარტნიორის კონტენტი]