in

სმარტფონი „რენტგენული ხედვის“ ფუნქციით, რომელიც ტანსაცმლისა და პლასტმასას მიღმა ხედავს

veon
veon

გავრცელებული ინფორმაციისა და ვიდეოების მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალ სმარტფონს OnePlus 8 Pro-ს რენტგენული ხედვის ფუნქცია აქვს, რაც ნიშნავს, რომ ის გვაძლევს საშუალებას დავინახოთ რა ხდება ტანსაცმლის, ან მოწყობილობის საფარის მიღმა. მწარმოებლებმა ამ ეფექტის მიღწევა ინფრაწითელი სენსორის დახმარებით შეძლეს. ეს უკანასკნელი ადამიანის თვალისთვის უხილავ სინათლეს აღიქვამს და გამოიყენება სხვადასხვა მოწყობილობებში, იქნება ეს ღამის ხედვის სათვალეები, თუ ის კამერები, რომლებსაც თერმოსკრინინგისთვის იყენებენ სხვადასხვა ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ რენტგენული ხედვის ფუნქციის ქონა სმარტფონში, ბუნებრივია, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კითხვებს წარმოშობს. ვის რისთვის შეუძლია მისი გამოყენება? მიუხედავად იმისა, რომ ეფექტის მიღწევა, ძირითადად, შავ ზედაპირებზეა შესაძლებელი.

ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ჩანს, რომ ამ ფუნქციით ტანსაცმლის ქვეშ დანახვაცაა შესაძლებელი. მართალია, აქ დეტალურად არ ჩანს, თუ რა ხდება ტანსაცმლის ქვეშ, თუმცა, საკმაოდ მკვეთრად ჩანს ტელეფონის ყუთი, რომელიც წამყვანმა მაისურის ქვეშ დამალა.

OnePlus 8 Pro უკვე იყიდება და მისი ყიდვა, 12 GB-იანი ოპერატიული და 256 GB-იანი შიდა მეხსიერების კონფიგურაციით, 999 დოლარადაა შესაძლებელი. ის Qualcomm Snapdragon 865-ის პროცესორზე მუშაობს და 5G-ს მხარდაჭერა აქვს.

რატომ მჭირდება და როგორ მოვაწონო თავი სხვებს?

Miami Ad School Tbilisi-ში სწავლა 2020 წლის სექტემბრიდან დაიწყება!