in

როგორია OnePlus 8T – ოფიციალური ვიდეო პრეზენტაციამდე გავრცელდა

veon
veon

სმარტფონების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანიამ OnePlus ახალი სმარტფონი OnePlus 8T, ოფიციალურად, 14 ოქტომბერს უნდა წარადგინოს. თუმცა, პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე, კომპანიის იუთუბ არხზე ვიდეო გამოჩნდა. მართალია, ვიდეო დეტალურად არ გვიყვება სმარტფონის მახასიათებლების შესახებ, თუმცა, აქ მისი დიზაინი სრულად ჩანს. OnePlus 8 სერიის სხვა მოდელებისგან განსხვავებით, OnePlus 8T-ში კამერის მოდულმა ცენტრიდან მარცხენა კუთხეში გადაინაცვლა.

OnePlus 8T-ს დიზაინი რამდენიმე თვის წინ წარდგენილ OnePlus Nord-ისას მოგაგონებთ. შესამჩნევია მისი მსგავსება Samsung-ის Galaxy S20-ის სერიის სმარტფონებთანაც.

როგორც ვიდეოდან ვხედავთ, სმარტფონს უკანა პანელზე 4 კამერა აქვს, ერთ-ერთი მათგანი კი 48 მეგაპიქსელიანია. დადასტურებული ინფორმაციით, მისი ეკრანი 120Hz-იანი იქნება. როგორც უკვე ვთქვით, OnePlus 8T-ს ოფიციალურად, 14 ოქტომბერს წარადგენენ და სწორედ ამ ღონისძიებიდან გახდება ცნობილი მისი სხვა მახსითებლები.

გივი ბიწაძე – #პირველისამსახური

„საქართველოს ბანკი ბიზნესის“ მხარდაჭერით, bistoria.ge გრძელდება!