in

მობილური ფოტოგრაფიის კონკურსის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

ტექნოლოგიური ბრენდი OnePlus თავისი მობილური ტელეფონების შემოქმედებით ძალას გვაჩვენებს და OnePlus Photography Awards-ის ღონისძიებას ყოველწლიურად მართავს, რათა ფოტოგრაფიის მიღწევები იზეიმონ. ეს კი International Photography Awards-ისა და OnePlus-ის პარტნიორობის შედეგია.

BOG
BOG

ეს მხატვრული ნიჭისა და კრეატიულობის შესანიშნავი გამოვლინებაა, რომელიც სამყაროს ყველა კუთხიდან მობილური ტელეფონების დახმარებით მივიღეთ. ჩვენ ვამაყობთ ამ თანამშრომლობით, რადგან ამით მობილური ფოტოგრაფიის რეალური პოტენციალი და ძალაუფლება დავინახეთ. ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას, რათა დიდებული ფოტოგრაფია მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ და ამასთან, წავახალისოთ ყველა, ვისაც ტელეფონი აქვს, გახდეს ფოტოგრაფი, რომელსაც განსაკუთრებული მომენტების დაფიქსირება და გაზიარება შეუძლია, — აცხადებს ჰოსეინ ფარმანი, International Photography Awards-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

“Ice Cave” by Chen Ma. 1st Place, Infinite Nature, Official Website. Shot with OnePlus 11

OnePlus Photography Award-ის მთავარი ჯილდო ფოტოგრაფმა ჰუაონ აომ ჩინური ახალი წლის ფოტოთი დაიმსახურა, რომელშიც ასახულია, თუ როგორ მიდის მოცეკვავე სიბნელეში. ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ მობილურ ტელეფონებს ნებისმიერ სინათლესთან გამკლავება შეუძლია. რაც შეეხება სხვა სურათებს, კონკურენცია სამ მთავარ კატეგორიაში მიმდინარეობდა — Infinite Nature, City Voice და Visions of Night. იდუმალებით სავსე ყინულის გამოქვაბულიდან გადაჭედილ მეტროს ვაგონებამდე აქ ყველაფერს იხილავთ:

“The Hangrang Valley” by Samyak Jain. 1st Place, Infinite Nature, Social Media Group. Shot with OnePlus 9 Pro
“Ferris Wheels” by Rijan Sangat. 3rd Place, Visions of Night, Official Website. Shot with OnePlus 10 Pro
“The Golden Spruces” by Luca Camminati. 2nd Place, Infinite Nature, Official Website. Shot with OnePlus 9 Pro
“Orion Stars” by mohandravid. 1st Place, Visions of Night, Social Media Group. Shot with OnePlus 9 Pro
“Crowded Metro Station” by Hhersher Sun. 3rd Place, City Voice, Official Website. Shot with OnePlus 8T
“Midwest Midnight” by Justen Christensen. 1st Place, Visions of Night, Official Website. Shot with OnePlus Nord N20

“Fire Dragon Dancer at the Night” by Zhuowen Ao. Grand Winner. Shot with OnePlus 11

EOMM-ის მრჩეველთა საბჭოს ნინო ეგაძე შეუერთდა

„მოსავლის აღება ძალიან დიდი სიამოვნებაა, სიხარულია“ – როგორ იმკის მთელი წლის შრომის ნაყოფს დავით ნოზაძე