სამაშველო რგოლი მნიშვნელოვანი და საჭირო ატრიბუტია, როცა დასვენებას ზღვისპირა კურორტზე, ან ტბასთან/მდინარესთან ახლოს გეგმავთ. მიუხედავად იმისა, გაქვთ, თუ არა ასეთ დროს მაშველების იმედი, არსებობს სიტუაციები, რომლებიც თქვენს მყისიერ მოქმედებას მოითხოვს. მაგალითად, არც ისე კარგად ცურავთ, თუმცა, ხედავთ, რომ წყალში მყოფ ადამიანს თქვენი დახმარება სჭირდება. მსგავსი სიტუაციებისთვის ესპანელმა სტარტაპერებმა შექმნეს კომპაქტური სამაშველო რგოლი – OneUp, რომელიც ჩვეულებრივზე 20-ჯერ პატარაა და იხსნება მას შემდეგ, რაც გასაჭირში მყოფი ადამიანის მიმართულებით, წყალში ისვრით. ის წამებში იღებს სამაშველო რგოლის ფორმას და შესაბამისად, იძენს ამ ფუნქციასაც.

კომპაქტური სამაშველო რგოლი მრავალჯერადი მოხმარებისაა. ანუ, მას შემდეგ, რაც რგოლს გამოიყენებთ – წყალში ჩაგდებით გახსნით, მისი დაკეცვა და ხელახლა გამოყენება შეგიძლიათ. OneUp-ის ფასი 99 დოლარია.








