in

კომპანია OneWeb ინტერნეტის თანამგზავრებს SpaceX-ის რაკეტებით გაუშვებს

OneWeb-მა უარი ეთქვა რუსეთის „სოიუზის“ რაკეტებზე

M2

ბრიტანულმა სატელიტურმა კომპანიამ OneWeb კონტრაქტი SpaceX-თან გააფორმა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო იძულებული გახდა, უარი ეთქვა რუსეთის „სოიუზის“ რაკეტებზე.

ორივე კომპანია თანამგზავრული, ფართოზოლიანი ინტერნეტკავშირის სისტემებს ქმნის. თუმცა OneWeb-ს სატელიტების  საკუთარი რაკეტებით გაშვების შესაძლებლობა არ აქვს… „მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით SpaceX-ს, რაც ადასტურებს ჩვენს საერთო ხედვას კოსმოსის უსაზღვრო პოტენციალის მიმართ. ამ გაშვებებით გვსურს, ბოლომდე დავასრულოთ თანამგზავრთა მთელი ფლოტის მშენებლობა, რომლებიც მთელ მსოფლიოს მიაწვდის საიმედო, სწრაფ და უსაფრთხო კავშირს“, — ამბობს OneWeb-ის ხელმძღვანელი ნილ მასტერსონი.

სავარაუდოდ, პირველი ერთობლივი გაშვება უკვე მიმდინარე წელს შედგება. ამჟამად OneWeb-ს ორბიტაზე 428 თანამგზავრი ჰყავს — ანუ, ფლოტის 66%. „სოიუზის“ რაკეტით კომპანია ერთ ჯერზე 34-36 თანამგზავრს უშვებდა. ახლა კი ფლორიდის ქარხნებში ყოველდღიურად 1-2 თანამგზავრს აწარმოებს.

საგულისხმოა, რომ „სოიუზის“ რაკეტების გამოყენებაზე უარის თქმა რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელის, დიმიტრი როგოზინის უჩვეულო კომენტარს მოჰყვა. კერძოდ, მან OneWeb-ისგან რამდენიმე გარანტია მოითხოვა იმისა, რომ ფართოზოლოვანი თანამგზავრები „სამხედრო მიზნებისთვის არ იქნება გამოყენებული“.

როგოზინმა ქვეყნის კოსმოსურ სააგენტოსაც კი უბრძანა, დაემალა ბრიტანეთის, ამერიკისა და იაპონიის დროშები, რომლებიც დამაგრებული იყო OneWeb-ის თანამგზავრების გასაშვებად გამიზნულ რაკეტაზე.

რა თქმა უნდა, OneWeb ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც რუსულ რაკეტებთან კავშირის გაწყვეტას ცდილობს. მაგალითად, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ გასულ კვირას გამოაცხადა, რომ აჩერებს თავისი ExoMars-ის როვერის გაშვებას, რადგან მისთვის რუსული წარმოების პროტონის გამაძლიერებლის გამოყენებას აპირებდა. NASA კი უკვე ეძებს გზებს, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მუშაობა რუსეთის გარეშე განაგრძოს.

Matrice 30 — „სუპერძალების მქონე“ დრონი

როგორ ვაქციოთ ერთ გუნდად ძველი და ახალი თანამშრომლები?