in

ონლაინ შოპინგი საუკეთესო გამოცდილებაა, როდესაც სწორი გადამზიდი გყავს შერჩეული

მოდი ვაღიაროთ, რომ ონლაინ შოპინგმა საგრძნობლად გაამარტივა ადამიანების ცხოვრება. თუკი ადრე სასურველი ნივთების ყიდვა მხოლოდ ადგილზე მისვლით, მცირე არეალში იყო შესაძლებელი, ახლა გამოწერა შეგვიძლია არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის სხვა ქალაქებიდან, არამედ დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან. შევდივართ უცხოურ ვებსაიტებზე, ვარჩევთ პროდუქციას და რამდენიმე კლიკით ეს ნივთი უკვე ჩვენი ხდება. საოცარია, არა?

თუმცა ამ არაჩვეულებრივ შესაძლებლობას თან ახლავს გარკვეული რისკები და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოწვევა გამომწერისთვის სწორი გადამზიდის შერჩევაა. ამ სერვისით სარგებლობისას ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა იგრძნოს გადამზიდი კომპანიის მხარდაჭერა, რათა მისი ნივთი უვნებლად, გონივრულ ვადებში და მისთვის მისაღები პირობებით ჩამოვიდეს. მაინც რა მოთხოვნებია ის, რაც ყველა მომხმარებელს აერთიანებს?

  • მოკლე დრო
  • არჩევანის მრავალფეროვნება
  • ხელსაყრელი ტარიფები
  • დარწმუნება იმაში, რომ გამოწერილი ნივთის რეალური სახე შეეფერება ფოტოზე ნანახს
  • უსაფრთხო ტრანსპორტირება

ეს აუცილებელი პირობებია საიმისოდ, რომ ჩვენი ონლაინ შოპინგი საუკეთესო გამოცდილებად გადაიქცეს და მეორედაც მოგვინდეს იმავე კომპანიასთან თანამშრომლობა. ასეთი და კიდევ უფრო მეტი სარგებლით ნივთების შეძენა და საქართველოში ჩამოტანა ქართველ მომხმარებელს ONEX-თან ერთად შეუძლია. ეს არის საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია, რომელიც მსოფლიო ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მისი ფილიალი სულ ცოტა ხანია გაიხსნა, უკვე ოთხი სხვადასხვა ქვეყნიდან სთავაზობს ტრანსპორტირებას როგორც ფიზიკურ პირებს, ისე B2B კომპანიებს. ეს ქვეყნებია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ჩინეთი.

უფრო გასაგები რომ გახდეს, რა პირობებს გთავაზობთ ONEX, პროცესს თავიდან გავყვეთ – რეგისტრირებიდან ნივთის ჩამოსვლამდე.

ახალი მომხმარებელი

Welcome ბონუსი ის განსაკუთრებული საჩუქარია, რომელიც Onex.ge-ზე რეგისტრირებულ ყველა მომხმარებელს ხვდება. ეს 20 ლარის ოდენობით ბალანსზე არსებული თანხაა, რომელიც, რა თქმა უნდა, მომხმარებელს ეკუთვნის და შეუძლია ნებისმიერ შეკვეთაზე გამოიყენოს. 

გარდა ამისა, ONEX-ში განთავსებულ ყველა შეკვეთაზე შეგიძლიათ ისარგებლოთ 5%-იანი ქეშბექით, რაც კიდევ დამატებითი სარგებელია კომპანიისგან.

მოკლე დრო

იქიდან გამომდინარე, რომ ONEX-ს დიდი გამოცდილება აქვს მსოფლიო ბაზარზე, ის შეკვეთის ჩამოსვლის ხანგრძლივობის მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვეყნების მიხედვით ჩამოსვლის დრო განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანი მაინც მისაღებ პერიოდს გთავაზობთ. თავად ნახეთ:  აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან იმპორტს 4-8 სამუშაო დღე სჭირდება, გერმანიიდან და ჩინეთიდან კი 5-10 სამუშაო დღე. 

არჩევანის მრავალფეროვნება

არსებობს ცნობილი E-commerce პლატფორმები, რომლებიდანაც მომხმარებლები ხშირად იწერენ პროდუქციას. ONEX-ის მიზანიც ისაა, რომ მსგავსი პლატფორმებიდან ადამიანებს გამოწერა გაუმარტივოს. ამ ეტაპზე მომხმარებლებს შეუძლიათ იშოპინგონ ისეთ ვებსაიტებზე, როგორებიცაა: Asos, Farfetch, ebay, Taobao, 6pm და.ა.შ.

შეღავათიანი ტარიფები

ტარიფს მომხმარებლისთვის ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ხშირად ის არჩევანს სწორედ იმ კომპანიის სასარგებლოდ აკეთებს, რომელიც ნაკლებ ტარიფებს შესთავაზებს. ONEX-ით სარგებლობისას მომხმარებელი მხოლოდ რეალური წონის საფასურის იხდის და არ ეხარჯება დამატებითი თანხა მოცულობით წონაში. ამას გარდა, თუ მომხმარებელი B2B კომპანიაა, მასზე სპეციალური საბითუმო ტარიფი მოქმედებს. ამისთვის მისგან მხოლოდ მოთხოვნის გაგზავნაა აუცილებელი ONEX-ის ვებგვერდზე, რაზეც მას პასუხი არაუგვიანეს 1 საათში დაუბრუნდება.

ნივთის შემოწმება

ნივთის ხარისხი ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც მომხმარებელს ყველაზე მეტად აღელვებს. ხშირად გავრცელებული „რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდასგან” თავის ასაცილებლად ONEX თავის მომხმარებლებს სმარტ სერვისებს სთავაზობს, რაც აშშ-სა და ჩინეთის საწყობებში ნივთის რეალური ფოტოს გადაღებას, შეკვეთის საგულდაგულოდ შემოწმებას, საჭიროების შემთხვევაში ამანათის ნაწილებად დაყოფას, დამატებით შეფუთვას ან მიმღები პირის შეცვლას გულისხმობს. 

პრაიმ სტატუსი

ONEX-ის ერთგულ მომხმარებელს, რომელსაც 100-ზე მეტი შეკვეთა მოუგროვდება 1 წლის განმავლობაში, დამატებითი უპირატესობებით შეუძლია სარგებლობა. ასეთია, მაგალითად: ამანათის სახლამდე მიტანის უფასო სერვისი, რომელიც შეგიძლიათ წინასწარ აირჩიოთ და თავიდანვე მონიშნოთ. ასევე, შესაძლებელია GA პერსონალური კოდის არჩევა და საბაჟო დეკლარაციის უფასოდ მომზადება. აქვე გეტყვით, რომ პრაიმ სტატუსის მინიჭება უფასოა და ის ერთი წლის განმავლობაშია აქტიური.

უნდა აღინიშნოს, რომ ONEX ციფრული სერვისებითაც მოქნილია. მისი ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია Onex Georgia სპეციალურად ქართველი მომხმარებლისთვის არის შექმნილი, რომელიც ინოვაციურ ტექნოლოგიასა და სისწრაფეზეა დაფუძნებული. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც ios, ისე android სმარტფონებისთვის. ამას გარდა, მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ კომპანია ისეთ თანამედროვე საშუალებებს იყენებს, როგორებიცაა LIVE ჩატი და ჩატბოტი, სოციალური ქსელების პირადი შეტყობინების ველი და გამართული ქოლ-ცენტრი.

[R]

Virgin Galactic-მა ტურისტების კოსმოსური ფრენა წარმატებით შეასრულა! 

1950 წლის ორიგინალი Škoda Sport ტრასას უბრუნდება