in

საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია ONEX საქართველოში ოფიციალურად გაიხსნა

ONEX არის საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც 2015 წლიდან ოპერირებს მსოფლიოს ბაზარზე. რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად კი, საქართველოში ONEX ოფიციალურად 2023 წლის 5 მაისს ა.ყაზბეგის 19ბ-ში გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კომპანიის დამფუძნებლები, თანამშრომლები, B2B პარტნიორები და მედიის წარმომადგენლები.

ამ ეტაპზე ONEX ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს ტრანსპორტირებას მსოფლიოს ოთხი ძირითადი ქვეყნიდან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ჩინეთი. ამ ქვეყნებში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, უფასო შიფინგ მისამართები მიიღონ.

კომპანიის ორი ყველაზე მთავარი უპირატესობა, რითაც საერთაშორისო ბაზარზე და ახლა უკვე საქართველოშიც, კონკურენტებისგან გამოირჩევა, არის ინოვაციურობა და სისწრაფე. ONEX მრავალ ინოვაციურ აიტი გადაწყვეტილებას სთავაზობს მომხმარებლებს. კომპანიის აიტი გუნდმა სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნა ინოვაციური და ძალიან ადვილად გამოსაყენებელი მობაილ აპლიკაცია — Onex Georgia და ვებგვერდი — Onex.ge, სადაც მომხმარებელს ძალიან მარტივად შეუძლია დაკვალიანება.

„ჩვენი მიზანია, ყველა ონლაინ შოპინგის მოყვარულს ჰქონდეს  საშუალება, რომ თავის თავზე გამოცადოს და რეალურად ნახოს, თუ როგორია ინოვაციურ კომპანიასთან თანამშრომლობა. შესაბამისად, გვსურს, ყველა ქართველ  მომხმარებელს მივცეთ შანსი, დაიწყოს ჩვენი სერვისებით სარგებლობა. დარწმუნებული ვართ, რომ რეალური ინტერაქციის და ყველა იმ ბენეფიტის მიღების შემდეგ, რასაც ONEX სთავაზობს თავის მომხმარებელს, ონლაინ შოპინგის გამოცდილება ყველასთვის სასიამოვნო პროცესთან იქნება დაკავშირებული. სწორედ ამისთვის გადავწყვიტეთ, რომ ყველა ახალი მომხმარებელი, რომელიც დარეგისტრირდება ჩვენს ვებგვერდზე ან მობაილ აპლიკაციაში, მიიღებს 20-ლარიან ბონუსს და ასევე, ყოველ მომდევნო შეკვეთაზე 5 %-იან ქეშბექს“,კომპანია ONEX-ის საოპერაციო გუნდის ხელმძღვანელი (COO), მარიამ ბექაური.

რას სთავაზობს Onex მომხმარებლებს?

ONEX-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა Customer Support. კომპანიის აიტი გადაწყვეტილებებით, ყველანაირი საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, ლაივ რეჟიმშია შესაძლებელი მხარდაჭერისა და კითხვებზე პასუხების მიღება — აქ იგულისხმება სოციალური არხების ლაივ ჩათი, ჩეტბოტი, სოციალური ქსელების ინბოქსი და ქოლ-ცენტრი.

ONEX-ის მომხმარებლებს შეუძლიათ, ონლაინ იშოპინგონ ისეთ ცნობილ მაღაზიებში, როგორებიცაა Amazon, Ralph Lauren, Victoria’s Secret, ebay, Taobao, Aliexpress და სხვა.

კომპანია ONEX-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ფიზიკური პირებისთვის ანგარიშდება რეალური წონის ტრანსპორტირების თანხა.

ONEX-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სმარტ გადაწყვეტილებაა ავტომატიზებული გამცემი პუნქტი, ე. წ. Smart Wall, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია, ბარკოდის გამოყენებით ძალიან მარტივად მიიღოს ამანათები. ასევე, მონაცემთა ანალიზის საშუალებით, Smart Wall-ს შეუძლია, ესაუბროს მომხმარებელს, გააცნოს კომპანიის ახალი სერვისები, მისცეს რჩევები და ა.შ.

ამანათების გაცემის პროცესის კიდევ უფრო გასამარტივებლად ONEX მომხმარებლებს სთავაზობს Smart Locker-ს, რომელიც განთავსებული იქნება თბილისის ყველა უბანში, მოსახერხებელ ადგილებში. მისი მეშვეობით მომხმარებლები კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად შეძლებენ ამანათების გატანას სასურველი ადგილიდან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Smart Locker-ის მომსახურება ONEX-ის ყველა მომხმარებლისთვის იქნება უფასო.

ასევე, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ONEX-ის სხვა სმარტ სერვისები, რომელთა არჩევის შესაძლებლობაც მომხმარებლებს აქვთ, ამანათის საზღვარგარეთის საწყობში მისვლამდე. სმარტ სერვისების არჩევის საშუალებით შესაძლებელია ამანათის ვიზუალური შემოწმების მიზნით ფოტოების გადაღება, როგორც გარედან, ისე შიგნიდან. დამატებითი შეფუთვის, ამანათის ნაწილებად დაყოფის  და სხვადასხვა მიმღები პირის არჩევა. ყველა ეს სმარტ სერვისი ტრანსპორტირების პროცესს ამარტივებს.

ONEX არის ამერიკული ბრენდი iHerb-ის ოფიციალური პარტნიორი გადამზიდი კომპანია საქართველოში. პარტნიორობის ფარგლებში, კომპანია მომხმარებლებს უფასო გადაზიდვას სთავაზობს 80$ და მეტ შენაძენზე. პრომო კოდის ONEXGE-ს გამოყენების შემთხვევაში კი, ONEX-ის მომხმარებლები მიიღებენ დამატებით ფასდაკლებებს.

[R]

„Imagine Dragons-ის“ კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

“ჯაზი მაღალი ტემპერატურით” თბილისის 26-ე ფესტივალზე