in

ამანათები ამერიკიდან 5,5$-ად და ONEX-ის სხვა შეთავაზებები მომხმარებლისთვის

ამანათების უცხოური პლატფორმებიდან შეძენა ინტერნეტ მომხმარებლების ერთ-ერთი საყვარელი ჩვევაა. ბრენდული პროდუქტების სასურველ ფასად შერჩევა სახალისო და აზარტულიც კია. ბოლო წლებში, ეს ტენდენცია განსაკუთრებით მზარდია. შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა ტრანსპორტირებაზე სხვადასხვა ქვეყნიდან. გაზრდილი კონკურენციის პირობებში, გადამზიდი კომპანიების არჩევისას მომხმარებლები დიდ ყურადღებას აქცევენ სერვისის სიმარტივეს, კომფორტსა და ღირებულებას. კომპანია ONEX  მომხმარებელს ამანათების ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და ჩინეთიდან გადაზიდვას სთავაზობს. კომფორტული ოფისიდან შეკვეთის გატანა ბარკოდების საშუალებით არის შესაძლებელი, რაც მოსაბეზრებელ რიგში დგომას აგარიდებთ თავს. მეტიც, დედაქალაქის მასშტაბით, სმარტ-ლოქერები განთავსდა, რაც ამანათის მიღებას კიდევ უფრო ამარტივებს. ONEX-ს კიდევ ერთი სიურპრიზი აქვს – 2023 წლის ბოლომდე, ამერიკიდან შეკვეთის ღირებულება ყველა მომხმარებლისთვის $5.5 იქნება. დეტალებზე ONEX-ის მარკეტინგის მენეჯერს, თათია გოგიშვილსა და კომპანიის საოპერაციო გუნდის ხელმძღვანელს (COO), მარიამ ბექაურს მივმართეთ.

M: პირველ რიგში მიმოვიხილოთ, რა საჭიროებები აქვთ მომხმარებლებს, რომლებიც ამანათებს საზღვარგარეთიდან ელიან?

ჩვენი კომპანიის გამოცდილებამ და განვლილმა პერიოდმა დაგვანახა, რომ ონლაინ შოპინგით დაინტერესებულ მომხმარებლებს აერთიანებთ ისეთი საჭიროებები როგორიც არის: ამანათის მიღების მოკლე ვადები, უსაფრთხო ტრანსპორტირება, ინოვაციური სერვისები, ტარიფები და ა.შ

ჩვენს მომხმარებლებს ამ ეტაპზე შეუძლიათ ყველაზე სწრაფად ჩამოიტანონ ამანათები 4 ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით. აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან იმპორტს 4-8 სამუშაო დღე სჭირდება, გერმანიიდან და ჩინეთიდან კი 5-10 სამუშაო დღე.  

გადამზიდ კომპანიას შორის არჩევანის გაკეთბის დროს მომხმარებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ტარიფი. აქედან, გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ 20 ნოემბრიდან წლის ბოლომდე, წლის ყველაზე აქტიურ და მნიშვნელოვან პერიოდში, ონექსის ყველა მომხმარებელს მივცეთ საშუალება ამერიკიდან ამანათები ჩამოიტანონ 1კგ მხოლოდ 5,5$-ად!

რაც მთავარია, ჩვენი მომხმარებლები თანხას იხდიან მხოლოდ რეალური წონის გათვალისწინებით. გარდა ამისა, საბითუმო შეკვეთებზე, მომხმარებლებს ვთავაზობთ  სპეციალურ ტარიფს, რომლის მისაღებად, უნდა გამოგზავნონ მოთხოვნა ონექსის ვებგვერდზე, რაზეც მათ პასუხი არაუგვიანეს 1 საათში დაუბრუნდებათ.

წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფასდაკლების გარდა, ონექსზე დარეგისტრირებული ყოველი მომხმარებელი იღებს 5% ქეშბექს ყოველ მომდევნო შეკვეთაზე, რაც ტარიფს კიდევ უფრო ბიუჯეტურს ხდის.

ინოვაციურ სერვისებში აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩვენი სმარტ სერვისები. ონლაინ შოპინგის გასამარტივებლად, მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს ისეთი სმარტ სერვისები, როგორიც არის: აშშ-სა და ჩინეთის საწყობებში ნივთის რეალური ფოტოს გადაღება, შეკვეთის  შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში ამანათის ნაწილებად დაყოფა, საწყობში გაჩერება,  დამატებითი შეფუთვა და ა.შ.

ჩვენი მომხმარებლების ყველაზე საყვარელი ბენეფიტია პრაიმ სტატუსი. პრაიმ სტატუსი არის ონექსის ერთგული მომხმარებლებისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამა. ნექსის ერთგულ მომხმარებელს, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ექნება 100-ზე მეტი შეკვეთა ავტომატურად ენიჭება პრაიმ სტატუსი, რომელიც გულისხმობს შემდეგ ბენეფიტებს:

    • ამანათის სახლამდე მიტანის უფასო სერვისი
    • 10% ქეშბექი ყველა მომდევნო შეკვეთაზე
    • უფასო დეკლარაციის სერვისი
    • ფასდაკლებული ტარიფი „იყიდე ჩემთვის“ სერვისი
    • GA პერსონალური კოდის არჩევა 

M: როგორაა შესაძლებელი „ლოქერებით“ სარგებლობა?

ამანათის მიღების პროცესის კიდევ უფრო გასამარტივებლად მომხმარებლებს ვთავაზობთ სმარტ ლოქერებს. სმარტ ლოქერები განთავსებულია თბილისის ყველა უბანში, რაც ნიშნავს იმას რომ, მომხმარებელს სასურველი ადგილიდან, სასურველ დროს შეუძლია გაიტანოს ამანათი. 

ამანათის მიღების პროცესი არის ძალიან მარტივი. მომხმარებელი ბარკოდის დასკანერებით, რამდენიმე წამში იღებს სასურველ შეკვეთას.   

ლოქერები განთავსებულია თბილისის 6 უბანში, მოსახერხებელ ადგილებში. კონკრეტულად კი საბურთალოს, ვაკის, მარჯანიშვილის, ისნის, დიდი დიღომისა და ვარკეთილის ტერიტორიებზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ სერვისის საჭიროებიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, იგეგმება სხვა დამატებით ლოკაციებზე განთავსებაც.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სმარტ ლოქერების მომსახურება ონექსის ყველა მომხმარებლისთვის არის სრულიად უფასო.

M: როგორ გაუადვილებს მომხმარებლებს ამანათის მიღებასლოქერები“?

იქიდან გამომდინარე, რომ გადამზიდ კომპანიებს შორის არჩევანის გაკეთებისას, მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ამანათის კომფორტულად და მოკლე დროში მიღება, დამატებითი დანახარჯების გარეშე, დარწმუნებულები ვართ, რომ ლოქერები იქნება მათი კომფორტის გარანტი.

M: როგორიაონექსისმიდგომაროგორ ცდილობთ მომხმარებლებისთვის კომფორტის შექმნას?

ონექსის ორი ყველაზე მთავარი უპირატესობა, რითაც საერთაშორისო ბაზარზე და ახლა უკვე საქართველოშიც, კონკურენტებისგან გამოგვარჩევს, არის ინოვაციურობა და სისწრაფე. 

კომპანია მრავალ ინოვაციურ IT გადაწყვეტილებას სთავაზობს მომხმარებლებს. კომპანიის IT გუნდმა სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნა ინოვაციური და ძალიან ადვილად გამოსაყენებელი მობაილ აპლიკაცია – Onex Georgia და ვებგვერდი – Onex.ge, სადაც მომხმარებელს ძალიან მარტივად შეუძლია დაკვალიანდეს. 

ონექსის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა Customer Support, კომპანიის IT გადაწყვეტილებებით მომხმარებლებს ყველანაირი საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, ლაივ რეჟიმში შეუძლიათ მიიღონ მხარდაჭერა და კითხვებზე პასუხი, როგორიცაა სოციალური არხების ლაივ ჩათი, ჩათ ბოტი, სოციალური ქსელების ინბოქსი და ქოლ-ცენტრი.

ვცდილობთ მომხმარებლებს გავუმარტივოთ და მათთვის უფრო სასიამოვნო გავხადოთ ონლაინ შოპინგის გამოცდილება, ამანათების სწრაფი მიწოდების სერვისით. 

კომპანიის მიზანია, ონლაინ შოპინგის ყველა მოყვარულს ჰქონდეს საშუალება, რომ საკუთარ თავზე გამოცადოს და რეალურად ნახოს, როგორია ინოვაციურ კომპანიასთან თანამშრომლობა. ჩვენი მიზანია, ონლაინ შოპინგის გამოცდილება ყველასთვის სასიამოვნო პროცესთან იყოს დაკავშირებული. 

[R]

Kodak თავის საკულტო Super 8 Film Camera-ს თანამედროვე ფუნქციებს ამატებს

#სადანროგორ გავერთოთ 24-26 ნოემბერს — ღონისძიებების კალენდარი