ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში უცხოური ვებსაიტებიდან ამანათების გამოწერა ძალიან აქტუალური გახდა. მაღაზიებში სასურველი ნივთების ძიებასა და რიგში დგომას გვირჩევნია ონლაინ შევუკვეთოთ სასურველი ნივთი. როგორც სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, ეს ინდუსტრია ყოველწლიურად იზრდება, ყველაზე მოთხოვნადი ქვეყნები კი, საიდანაც ამანათების გამოწერა ხდება, აშშ და ჩინეთია.
ამ პირობებში, კონკურენტული გარემო აქვთ შექმნილი გადამზიდ კომპანიებსაც, რომლებიც მიტანის სერვისს უზრუნველყოფენ. მათგან ერთ-ერთი ცნობილია Onex, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კომფორტზე და ამჟამად შავი პარასკევის სიახლეების გასაცნობად დაგვიბრუნდა – Onex-მა გადაწყვიტა, მომხმარებლებისთვის გრანდიოზული ფასდაკლება შეეთავაზებინა და აშშ-იდან ჩამოსულ ამანათებზე ყველაზე დაბალი ტარიფი – 1კგ – $ 5.5 დააწესა. ამას ისიც ემატება, რომ ეს აქცია არა მხოლოდ შავი პარასკევის ფარგლებში იქნება აქტიური, არამედ წლის ბოლომდე დარჩება ძალაში.
გარდა ამისა, Onex-ს სხვა სასიამოვნო სიახლეებიც აქვს მომხმარებლებისთვის. ამაზე კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი, მარიამ ადამია გვესაუბრება.
M: მარიამ, პირველ რიგში, მოგვიყევით, როგორ ზრუნავს Onex მომხმარებლებზე, რა სიახლეები გაქვთ მათთვის?
Onex-ის მაჩვენებლებით გასული წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც ამანათების გამოწერა ყველაზე ხშირად ხდება. ეს ქვეყნებია აშშ და ჩინეთი. განსაკუთრებით პოპულარული გახდა პირდაპირი გამოწერები ონლაინ სავაჭრო მაღაზიებიდან. ამ მიმართულებით Onex-ის პარტნიორი 2024 წელს გახდა უდიდესი ჩინური სავაჭრო პლატფორმა – Pinduoduo, რის შედეგადაც, მომხმარებლებს აღარ უწევთ ჩინური მისამართის გამოყენება ნივთის გამოწერისას, უთითებენ ქართულ მისამართს, ტელეფონის ნომერს და ამანათს იღებენ საქართველოში. ამავე მოდელით მუშაობს, ასევე, Onex-ის პარტნიორი კომპანია Temu და ამერიკული კომპანია Iherb. შესაბამისად, კომპანია ცდილობს, რაც შეიძლება მეტი კომფორტი შეუქმნას აღნიშნული მიმართულების მომხმარებლებს.
გარდა ამისა, მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებელს შევთავაზოთ სიახლეები და ტრანსპორტირების დაბალი ტარიფები. მაგალითად, ამ ეტაპზე კომპანია ონექსს ამერიკის გზავნილებზე 5$ ტარიფი აქვს, რაც დაახლოებით 50%-ით ნაკლებია ბაზარზე არსებულ ტარიფებთან შედარებით. ამჟამად კომპანია ამერიკის მიმართულებით გამომწერებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უმზადებს, რომელსაც საზოგადოება სულ მალე შეიტყობს.
M: ვისაუბროთ აშშ-ის ამანათების ტრანსპორტირებაზე. როგორ შეძლო კომპანიამ ამ შეღავათიანი ფასის დადგენა მომხმარებლისთვის, რა პროცესი გაიარეთ ამისთვის?
ახლა თქვენ რომ ბაზრის კვლევა გააკეთოთ, ვერცერთ კომპანიას ვერ დაასახელებთ, რომლებსაც ამერიკიდან 5 დოლარად, ანუ 15 ლარად ჩამოაქვს ამანათები. ეს მართლაც უდიდესი საჩუქარია ჩვენი მომხმარებლებისთვის და მადლიერების გამოხატვაა მათ მიმართ. ასეთია ჩვენი პოლიტიკა – ვიზრდებით, ვვითარდებით, ყოველწლიურად უდიდეს ნახტომებს ვაკეთებთ მომხმარებლებისა და გაყიდვების ზრდის კუთხით და გვაქვს საშუალება, რომ მადლობაც გადავუხადოთ ადამიანებს, რომლებიც ირჩევენ Onex-ს. ისინი ჩვენთან თანამშრომლობენ, გვეხმარებიან წინსვლაში და გვაძლევენ მოტივაციას.
თუმცა ეს ყველაფერი არაა. წინ კიდევ ბევრი და უფრო მაგარი პროექტი, აქცია, შეთავაზება და სიახლე ელოდება ჩვენს მომხმარებლებს, გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებთ.
M: რატომ გადაწყვიტეთ, რომ ეს აქცია მოქმედად წლის ბოლომდე დაგეტოვებინათ?
სხვა ვარიანტი არც კი განიხილებოდა, რადგან ნოემბერი და დეკემბერი ყველაზე ხარჯიანი ორი თვეა ყველას ცხოვრებაში. ეს არის პერიოდი, როდესაც ერთბაშად გვიწევს ყველაფრის ყიდვა, იქნება ეს შავი პარასკევის აქციების ფარგლებში, თუ საახალწლო სამზადისისა და საჩუქრების კუთხით. ამიტომ ადამიანებს ფასდაკლება და ხელშეწყობა ზუსტად ამ დროს სჭირდებათ. ეს არის ერთგვარი მესიჯი მომხმარებლებისთვის – „თქვენ იშოპინგეთ მშვიდად და ბიუჯეტურ ტრანსპორტირებაზე ჩვენ ვიზრუნებთ”.
M: ვრცლად რომ მოგვიყვეთ, რა სიახლეები ინერგება ჩინურ პლატფორმებთან თანამშრომლობის ფარგლებში, რა შეღავათებს მისცემს ეს მომხმარებელს?
კომპანია Onex მუდმივად ცდილობს, ქართულ ბაზარს შესთავაზოს ბიუჯეტური და მოქნილი შოპინგის საშუალება. სწორედ ასეთია ჩინური პლატფორმა Pinduoduo, სადაც შესაძლებელია ქართული მისამართის მითითება და ნივთების შეძენა თანხის ლიმიტის გარეშე, ბიუჯეტურ ფასად და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ჩინური ონლაინპლატფორმიდან გამოწერილი ნივთები ძალიან კარგი ხარისხით გამოირჩევა. ამ სამმა ფაქტორმა გამოიწვია ის, რომ პლატფორმა ძალიან სწრაფად იზრდება საქართველოში.
ჩვენ ვართ, ასევე, Temu-ის ოფიციალური პარტნიორიც და ამ კუთხით შემიძლია ვთქვა, რომ Temu-ის გაყიდვები ყოველთვიურად რეკორდულია. ჩვენ კი, მუდმივ რეჟიმში ვამუშავებთ იდეებს, თუ რით ვასიამოვნოთ ჩვენი მომხმარებლები, რომლებიც განურჩევლად ასაკისა და სქესისა, ყოველდღიურ რეჟიმში იწერენ ამანათს Onex-ის საშუალებით.
M: თქვენ თანამშრომლობთ Delivo-სთანაც. რას ემსახურება ეს თანამშრომლობა?
Onex X Delivo-ის ურთიერთთანამშრომლობის მთავარი უპირატესობა არის, რომ თქვენ თუ ცხოვრობთ აჭარაში, სვანეთში, რაჭაში ან/და საქართველოს ნებისმიერ კუთხეში და გიყვართ ონლაინშოპინგი, თუმცა თავს იკავებთ გამოწერისგან, რადგან არ გინდათ ამანათის ასაღებად თბილისში ჩამოსვლა (ან სახლში მიწოდების სერვისის გააქტიურება, რომელიც დაკავშირებულია დამატებითი ფინანსურ ხარჯებთან) მაშინ გამოწერილი ნივთი შეგიძლიათ, ნებისმიერ რეგიონში აიღოთ, დამატებითი ხარჯების გარეშე. სლოგანიც ამას ამბობს: „მიიღე შეკვეთა საქართველოს ნებისმიერ ადგილას!“
ამ თანამშრომლობის შედეგად, მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ 40-ზე მეტი სერვის ცენტრით საქართველოს 25 ქალაქში და ეს მაჩვენებლები მუდმივად მზარდია. რაც შეეხება თბილისის მოსახლეობას, აქაც, თუკი ვაკეში ცხოვრობთ არაა საჭირო საბურთალოზე მოსვლა ამანათის მისაღებად, რადგან ყველა უბანში, სახლთან/სამსახურთან ახლოს შეგიძლიათ იპოვოთ სასურველი სერვისცენტრი.
M: და ბოლოს, რა რჩევებს მისცემდით მომხმარებელს შავი პარასკევის დროს გამოწერისას?
მთავარი, რაც შემიძლია, ვურჩიო მომხმარებლებს არის ის, რომ რაც შეიძლება მალე გააკეთონ სასურველი ნივთების სია და, მართალია, შავი პარასკევის ოფიციალური თარიღი 29 ნოემბერია, მაგრამ ზოგიერთი მაღაზია ბევრად ადრე უშვებს ფასდაკლებებს, ამიტომ თვალი ადევნონ თარიღებს და დროულად შეიძინონ სასურველი ნივთი, რადგან მათი რაოდენობა შესაძლოა შეზღუდული იყოს და შავი პარასკევისთვის მარაგი ამოიწუროს.
გარდა ამისა, მსოფლიო მასშტაბით მაღაზიები წელს 95%-ამდე ფასდაკლებებს აანონსებენ და, ვფიქრობ, ეს ნამდვილად იდეალური შესაძლებლობაა სურვილების ასასრულებლად. თან, თუ აშშ-დან იწერთ, ამას დაემატება Onex-ის განახევრებული ტარიფი ტრანსპორტირებაზე და იდეალური შენაძენის გაკეთების შესაძლებლობა გეძლევათ, ამიტომ არ გამოტოვოთ ეს თარიღი და ბედნიერ შოპინგს გისურვებთ!
[R]